რატომ სცემა მეფემ დედოფალი?! – ,,ანას სერიოზული დაზიანებები ჰქონდა”

რატომ სცემა მეფემ დედოფალი?! - ,,ანას სერიოზული დაზიანებები ჰქონდა"სამეფო ოჯახის წყვილი, ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონი-მუხრანელი 2016 წლიდან ოფიციალურად განქორწინებულები არისნ, თუმცა რეალურად კარგა ხნით ადრე შეწყდა მათი ქორწინება. ორივე მხარე ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი სამეფო ტიტულის გამო ატეხილი უთანხმოება იყო. ანას ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ამ სტატუსის გამო ანას ქმარი ფიზიკურადაც გაუსწორდა.

– დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საერთაშორისო საზოგადოებასთან საკუთარ თავს წარმოაჩენს როგორც სამეფო სახლის მეთაური, რისი უფლებაც მას არ აქვს, რადგან ის სამეფო სახლის ოჯახის წევრიც კი არ არის. ვითხოვთ, სასამართლომ აუკრძალოს დავითს ამ სახელის გამოყენების უფლება.

ბატონი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის ერეკლე მეორის პირდაპირი ხაზის შთამომავალი. რეალურად ამ სტატუსს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი იყენებს, რაც არასწორია. 2017 წლის მარტში დავით მუხრანელი ბრიტანეთში იმყოფებოდა სამეფო კარზე. საქართველოს სამეფო სახლის სახელით დედოფალ ელიზაბეტისთვის ორდენი გადასცა, შემდგომ ამ ფაქტს ბრიტანულ მედიაში სკანდალი მოყვა. ,,დეილი მეილის” ჟურნალისტი დაუკავშირდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, თავი გააცნო ბიზნესმენად. უთხრა, დედოფალს რომ გადასცა, იმის მსგავსი ორდენი მასაც სურდა შეეძინა, რაც დავითმა 3000 ფუნტი სტერლინგი დაუფასა და ამას მოჰყვა დიდი სკანდალი.

დაიწერა, საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენებს ჰყიდიანო და პრესაში დავითს ,,კლოუნი პრინცი” უწოდეს. მოთხოვნაა, რომ აეკრძალოს დავითს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება და ორდენების გაცემა”, – ამბობს ადვოკატი ლევან გორელაშვილი და ირწმუნება, რომ ანაზე დავითმა ფიზიკურად იძალადა.
-მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი იყო ის, რომ დავითი ბაგრატიონ-მუხრანელი გამუდმებით ითხოვდა ანასგან, მის ოჯახს წერილობითი ფორმით ეღიარებინა დავით მუხრანელის სამეფო ღირსება. რასაც, ბუნებრივია, ანა არ თანხმდებოდა. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს დავითმა ანა სცემა. 3 დღის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა და სერიოზული დაზიანებები ჰქონდა. ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილია სასამართლოში. ამის შემდეგ საბოლოდ გაშორდნენ ერთმანეთს. 2014 წლიდან ისინი ერთად არ ცხოვრობენ, – აცხადებს გორელაშვილი.

იტარ.ჯი