,,რა ხდება ზეცაში?!” – ხალხი პანიკაშია, მეცნიერების პროგნოზებსა და ავიაკატასტროფებს შორის კავშირს ხედავენ

,,რა ხდება ზეცაში?!" - ხალხი პანიკაშია, მეცნიერების პროგნოზებსა და ავიაკატასტროფებს შორის კავშირს ხედავენბოლო ორი დღეა მთელი მსოფლიო პანიკამ მოიცვა.  ერთმანეთის მიყოლებით სამ ავიახომალდს შეექმნა პრობლემები, არის დიდი მსხვერპლი. სულ ცოტა ხნის წინ კი „ურალ ეირლაინზის“ თვითმფრინავი, რომელიც ბაჰრეინიდან მოსკოვის მიმართულებით რეისს ახორციელებდა, ბაქოს აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა (იხილეთ ბმული).

რა ხდება ასეთი ზეცაში? – კითხულობენ სოციალურ ქსელებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

სამი დღის წინ უფოლოგები და ასტროლოგები ლამის სამყაროს დასასრულს წინასწარმეტყველებდნენ. ამის შესახებ მსოფლიო მედია წერდა.

სპეცილისტების ერთი ნაწილი ირწმუნებოდა, რომ დედამიწას იდუმალი პლანეტა ნიბირუ შეეჯახებოდა, რომელიც სწორედ ახლა ამთავრებდა მოძრაობის 3 600 წლიან ციკლს; ხოლო მეორე ვერსიით, სამყაროს აღსასრულის მიზეზი გიგანტური ასტეროიდი DN 2019 იქნებოდა, რომლის დიამეტრი 90-დან 200 მეტრამდეა, მოძრაობის სიჩქარე კი 7 კმ/წმ. აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტო ნასას სპეციალისტებმა ეს უკანასკნელი თებერვლის ბოლოს დააფიქსირეს.

საბედნიეროდ, სპეციალისტების პროგნოზები არ გამართლდა, თუმცა, ზოგის აზრით, კოსმოსში რაღაც ისეთი ხდება, რაც შესაძლოა ასეთ კატაკლიზმებს განაპირობებდეს.