,,პარანოია რომ ჰქონდეს, ამდენს შეძლებდა?!” – რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ჭორებზე

,,პარანოია რომ ჰქონდეს, ამდენს შეძლებდა?!" - რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ჭორებზებოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალი ქეთი მე­ლუ­ა დიდი ხა­ნია პა­რა­ნო­ი­ით იტან­ჯე­ბა და მე­უღ­ლე­საც კარ­გა ხა­ნია გა­შორ­და. მომ­ღერ­ლის ბი­ძა არ­ჩილ მე­ლუ­ა ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და ამბები.ჯი-სთან ამბობს, რომ ის სრულიად ჯანმრთელია, სახლში რემონტი დაასრულა და ბევრი გეგმაც აქვს.

– და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ ქე­თის კონ­ცერ­ტი ჰქონ­და და თავს გა­და­სა­რე­ვად გრძნობს. ახ­ლა­ხან სახ­ლის რე­მონ­ტი და­ას­რუ­ლეს, ჩემს ოჯახს ელო­დე­ბი­ან სტუმ­რად ლონ­დონ­ში და ამის­თვის გან­სა­უთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. ტყუ­პი ვა­ჟე­ბი მყავს, რომ­ლებ­ზეც ქეთი გიჟ­დე­ბა და მათ სულ სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს. მეს­მის, რომ თბი­ლის­ში ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ზოგ­ჯერ მარ­ტო ჩა­მო­დის, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე­უღ­ლეს გა­შორ­და. პი­რი­ქით, ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბი­ან და არ მეს­მის ამ ჭო­რის რა სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს?! ერ­თა­დერ­თი, რაც ვიცი, ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ, კე­დელ­ზე რო­მე­ლი სუ­რა­თი ჩა­მო­ე­კი­დათ. ქე­თის სხვა სურ­და, მე­უღ­ლეს – სხვა და ეგ იყო მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მაქ­სი­მუ­მი… რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ცნო­ბი­ლი ისე ხდე­ბა, რომ მის ირ­გვლივ არა­ნა­ი­რი სკან­და­ლი არ არის, მერე ალ­ბათ რა­ღაც უნდა მო­ი­გო­ნონ.

სახ­ლი და­ას­რუ­ლეს, ქე­თის დედა ამ­ბობ­და, ბოლო სა­ვარ­ძე­ლი შე­ვი­ტა­ნე­თო და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი არი­ან. ქე­თის ძა­ლი­ან უყ­ვარს ეზო­ი­ა­ნი სახ­ლი და სურ­და, რო­გორც თბი­ლის­ში გვაქვს, ლონ­დონ­შიც ყვე­ლა­ფე­რი ისეთ სტილ­ში მო­ე­წყო. რაც შე­ე­ხე­ბა პა­რა­ნო­ი­ას, ადა­მი­ანს მარ­თლა პა­რა­ნო­ია უნდა სჭირ­დეს, რომ მი­ვი­დეს და ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვიუ პრე­სას მის­ცეს. ქე­თის თუ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მა­მა­მისს ეუბ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ექი­მია! ქეთი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე გო­გოა, ამ­დენს მუ­შა­ობს და რო­მე­ლი პა­რა­ნო­ი­ის მქო­ნე შეძ­ლებს ამ­დენს?! ერ­თა­დერ­თი ადრე მახ­სოვს, ევ­რო­ტუ­რის დროს ცუ­დად იგ­რძნო თავი, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი ჰქონ­და, რად­გან ჯერ სულ ოცი წლის იყო, უზარ­მა­ზა­რი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­მოს­ვლე­ბი ჰქონ­და… იმ­დე­ნად გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, ერთხელ ვკი­თხე, ახლა რო­მელ ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბი კონ­ცერ­ტით-მეთ­ქი და არ ახ­სოვ­და, სას­ტუმ­როს ჟურ­ნალ­ში ნახა და მი­პა­სუ­ხა, რომ პა­რიზ­ში იყო.

დე­და­ჩე­მის წლის­თა­ვია მა­ის­ში და ქეთი ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი გო­გოა, ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მის­თვის! მისი მე­უღ­ლე მხო­ლოდ ქე­თის­თან კი არა, მთელ ჩვენს სა­ნა­თე­სა­ოს­თან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლია. ამას წი­ნათ ჩემს ბა­ი­კერ მე­გო­ბარს თბი­ლის­ში ბა­ი­კე­რის ქურ­თუ­კის შოვ­ნა გა­უ­ჭირ­და და რო­გორც კი ჯე­იმსს ვუ­თხა­რი, ეგ რა პრობ­ლე­მა­აო, ლონ­დო­ნი­დან გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა.

ამბები.ჯი