,,ორი დღეა ვდუმვართ, ორი დღეა ყველა კუთხეში ცრემლებს ვიწმენდთ”

,,ორი დღეა ვდუმვართ, ორი დღეა ყველა კუთხეში ცრემლებს ვიწმენდთ"გაზის გაჟონვით გარდაცვლილი ანი ჯაფარიძის მშობლიური ვანის მეორე საჯარო სკოლა ფეისბუქში წერს:

,,ორი დღეა ვდუმვართ ან, ორი დღეა ყველა კუთხეში ცრემლებს ვიწმენდთ მასწავლებლები, მოსწავლეები, ყველა ბედნიერს, გაღიმებულს და უსაშველოდ ლამაზს გიხსენებთ, ან…

გაფრინდი ამ საშინელი სამყაროდან, უსასრულობას შეერიე. გვიყვარხარ და გვაკლიხარ, გეფერებით და ვგლოვობთ შენს უმანკო, ულამაზეს სიცოცხლეს. საოცარ, სულისშემძვრელ სილამაზეს ანი ჯაფარიძე ჰქვია, გულწრფელ, უსაშველოდ მიამიტ ღიმილსაც ანი ჯაფარიძე ჰქვია, მარადიულობისკენ გაფრენილი ანგელოზიც ანიაა”.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, კნოლევის ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი „ნიკალა“ გახდა.