ნუკა კვალიაშვილი ქმარს გაშორდა – ,,ამჟამად ისეთ ადამიანთან ვარ, ვინც თავიდან ბოლომდე ,,მერგება”

ნუკა კვალიაშვილი ქმარს გაშორდა - ,,ამჟამად ისეთ ადამიანთან ვარ, ვინც თავიდან ბოლომდე ,,მერგება"მომღერალი ნუკა კვალიაშვილი 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარს გაშორდა. ამის შესახებ მან ჟურნალ “გზისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

– 12 წელი ცოტა დრო არ არის. ამ 12 წელიწადში უამრავი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და არ გავტყდი, რადგან ძლიერი ადამიანი ვარ. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, უამრავი ცდის მერე, მეც და ჩემი შვილების მამაც მივხვდით, რომ ერთმანეთს არანაირად არ ვეწყობოდით და საკუთარ თავებს უფლება მივეცით, ცალ-ცალკე ბედნიერები ვიყოთ.

ამჟამად ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე “მერგება”, თუნდაც – სულიერად,  მორალურად, ხელოვნების მხრივ… ეს ადამიანი ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რაც კაცების (ვისაც ვიცნობ) 99%-ს არ გააჩნია,- ამბობს მომღერალი ჟურნალ ,,გზასთან”.

ხმები ქმართან, ნიკუშა კობახიძესთან, გაყრის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა. ნუკა ამ ჭორს ყოველთვის უარყოფდა. ის ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჟურნალ ,,სარკესთან” თავის ოჯახურ ცხოვრებაზე, ქმართან ურთიერთობაზე საუბრობდა (ინტერვიუს წასაკითხად გადადით მბულზე).

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019