ნინი ბასილია: ,,ქართულმა სადაზღვევო კომპანიამ სიკვდილისთვის გამწირა!”

ნინი ბასილია: ,,ქართულმა სადაზღვევო კომპანიამ სიკვდილისთვის გამწირა!"რეჟისორი და სცენარისტი ნინო ბასილია ფეისბუქში წერს, ქართულმა სადაზღვევო კომპანიამ სასიკვდილოდ როგორ გაწირა.

,,ძალადობა ძალადობაა!
სამწუხაროდ, ჩემი პატარა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმით (ქვემოთ გიზიარებთ ლინკს) გამოვეთიშე რადიო „თავისუფლების“ 3-წუთიანი ფილმების კონკურსს, რომლის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება იყო. ამიტომ უკვე მაქვს უფლება ფილმის საჯაროდ გაზიარების, რადგან იგი შეიძლება ბევრს დაეხმაროს და თან, ამ კერძო შემთხვევაში, მეხმარება მეც – არ დავხუჭო თვალი უსამართლობაზე.

ჩვენზე შეიძლება ძალადობდნენ არა მხოლოდ ოჯახში ან სამსახურში, მოძალადე შეიძლება აღმოჩნდეს როგორც საზოგადოება, ასევე სისტემა, მათ შორის ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემაც, რომლის მსხვერპლიც ამ რამდენიმე დღის წინ გავხდი. გაგიზიარებთ პირად გამოცდილებას, რადგან მომავალში თავიდან აიცილოთ ისეთ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობა, როგორიცაა – „ევროინსი“ (ყოფილი „აისი ჯგუფი“).

ნოემბრის თვიდან შემოქმედებით მივლინებაში ვიმყოფები ინდოეთში (თან მშვიდად, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ 50-ათას ევროიანი ქართული სამოგზაურო დაზღვევა მიჭირავს ხელში და მჯერა, რომ ამინაზღაურდება უეცრად წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული ხარჯები).

2019 წლის 22 თებერვალს, ინდოეთის ქალაქ ფანჯიმის კერძო კლინიკაში – მანიპალ ჰოსპიტალში (რადგან სხვაგან ან დაზღვევას არ იღებდნენ, ან სპეციალისტი არ ჰყავდათ) მიმიყვანეს გულის მწვავე უკმარისობით (ინფარქტით), რომელიც გამოწვეული იყო გულის მთავარი მკვებავი არტერიის 95%-იანი დახშობით. ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო დაუყოვნებლივი სტენტირება, რომელიც წარმატებით ჩატარდა და, საბედნიეროდ, დღეს ცოცხალი ვარ.
ახლა მინდა მოგიყვეთ ქართულ სადაზღვევო კომპანიაზე, რომელმაც სიკვდილისთვის გამწირა!
ნოემბერში, ინდოეთში წამოსვლმადე, ავიღე სამოგზაურო დაზღვევა კომპანია „ევროინსში“ (ყოფილი „აისი ჯგუფი“). აღმოჩნდა, რომ კომპანია არ აფინანსებს ამ ჩემს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო ინტერვენციას. რომ არა ჩემი მეგობრების დაუყოვნებლივი ფინანსური დახმარება, მარტივად აღმოვჩნდებოდი კლინიკის მძევალი.
სტენტირება და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩემი 6-დღიანი დაყოვნება დაჯდა 9 700 აშშ დოლარი. დაზღვევა ითვალისწინდებდა საჭიროების შემთხვევაში ჩემს დახმარებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სრული გულგრილობა, უპასუხისმგებლობა, დაგვიანებული პასუხები, რთული და არადროული კომუნიკაცია – ამ ყველაფერს შევეჩეხე სადაზღვევო კომპანია „ევროინსთან“ ურთიერთობისას.
ამაზე დიდი საჭიროება ადამიანს არც შეიძლება დაუდგეს, რომელსაც აღნიშნული კომპანია, უბრალოდ, არ აფინანსებს.
დიდი ჩხუბის შემდეგ კომპანია დაყაბულდა მხოლოდ 2400 ევროს (ანუ 2700 აშშ დოლარის) გადახდას. ამ ფაქტით განცვიფრებულნი დარჩნენ კლინიკაშიც.
ვაპირებ, თბილისში ჩამოსვლისას სამართლებრივი დავა წამოვიწყო კომპანია „ევროინსთან“, რომელსაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს ორაზროვნად და თაღლითურად (ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, მაგრამ შესატყვისს ვერ ვპოულობ) გაწერილი შეთავაზებებით და ყველანაირი გადახდისგან თავის დაძვრენას ცდილობს.
ბოლოს გამაგებინეს, რომ იმ ყველა ჩამონათვალიდან, რაც კონტრაქტში ეწერა, თურმე ანაზღაურდება ხარჯები ყოველ საწოლ დღეზე, რაც 400 ევროს შეადგენს. ეს პირობებიც მათ საიტზეა განთავსებული, რთულად მოსაძებნია და იურისტის დახმარება გჭირდებათ, რომ ზუსტად გაერკვეთ დეტალებში.
მეგობრებო, ამ ყველაფერს ვახმაურებ, რადგან არ მინდა თქვენც მსგავს მახეში გაებათ! და რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
მადლობა ჩემს მეგობრებს მყისიერი ფინანსური დახმარებისთვის, ჩვენს საელჩოს ინდოეთში – თანადგომისთვის. დღევანდელი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბულურია.
ცხოვრება გრძელდება !
გავფრინდეთ”.