ნანიკო ბერიაშვილის დედა: ,,კითხვები დავუსვი, მკვლელობის მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ ენა გადაყლაპა”

ნანიკო ბერიაშვილის დედა: ,,კითხვები დავუსვი, მკვლელობის მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ ენა გადაყლაპა'',,იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს კი­თხვე­ბი მე და­ვუს­ვი. მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის მი­ზე­ზი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, პა­სუ­ხი ვერ გამ­ცა”, – ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის დე­დამ, ნა­თია ლა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ის 21 მარტს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­კი­თხა. პრო­ცესს ბრალ­დე­ბუ­ლიც ეს­წრე­ბო­და. თუმ­ცა რო­გორც ლა­ლი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ნე­ბი­ე­რი­ძეს კუ­ჭის ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზით პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა სურ­და.

„ბრალ­დე­ბულს არა­ნა­ი­რი კი­თხვა არ ჰქო­ნია, რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ჩვე­ნე­ბას, ბავ­შვის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რე, რო­გორ, რა გზით და­დი­ო­და სკო­ლა­ში, იმ დღეს რა ეცვა და ა.შ. და ვიც­ნობ­დი თუ არა იმ ავად­მყოფს. მას კი­თხვე­ბი მე და­ვუს­ვი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, პა­სუ­ხი ვერ გამ­ცა. ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც მი­პა­სუ­ხებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის, მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის მი­ზე­ზი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ „კუჭი სტკი­ვა“ და ვერ ლა­პა­რა­კობს, ენა გა­და­ეყ­ლა­პა.

პი­რა­დად ჩემ­თვის ეს არ უთ­ქვამს, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ა­ცხა­და, კუჭი მტკი­ვაო და პრო­ცე­სის ჩაშ­ლას ითხოვ­და. რა თქმა უნდა, მო­სა­მარ­თლემ არ გა­და­დო, რად­გან ექი­მის მიერ არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი და იცი­ან, რომ არა­ფე­რი აწუ­ხებს. ახ­ლაც შე­ა­მოწ­მეს და არა­ნა­ი­რი კუჭი არ აწუ­ხებს”, – გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე მე­დი­ას­თან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა საქ­მის პრო­კუ­რორ­მაც. ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის თმქმით, პრო­ცე­სი ,,საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რი იყო”.

“მან (დე­დამ) სა­სა­მარ­თლოს მი­ა­წო­და ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ზო­გა­დად, ბავ­შვის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რი პრო­ცე­სი იყო.

მან ისა­უბ­რა ასე­ვე მკვლე­ლო­ბის დღეს ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რა ნივ­თე­ბი ჰქონ­და თან, რო­გორ გა­ი­გო მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ძებ­ნის პრო­ცეს­ზე და შემ­დეგ ბავ­შვის ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­ზე და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია, რაც მას, რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ჰქონ­და”, – გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბულ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს დღეს მოკ­ლუ­ლის დე­დას­თან კი­თხვე­ბი არ ჰქო­ნია.

შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 25 მარტს, 13:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.

ამბები.ჯი