ნანი ბრეგვაძე და ალა პუგაჩოვა – ორი ლეგენდა

ნანი ბრეგვაძე და ალა პუგაჩოვა - ორი ლეგენდაორი უბერებელი, ლეგენდარული ქალი – ალა და ნანი. იურმალა, 2017 წ.

ნანი ბრეგვაძესა და ალა პუგაჩოვას ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

-ალას ძალიან დიდ პატივს ვცემ, პატივსაც მცემს. უნიჭიერესი ადამიანია, გარდა იმისა, რომ ის მუსიკალურად არის ძალიან ძლიერი, ის ისედაც ძლიერი ადამიანია, ძალიან ჭკვიანია. პუგაჩოვა ჯერჯერობით ჩვენს დროში არ გამეორებულა, მშვენიერხმებიანი ხალხი მოდის, მაგრამ ის არ აქვთ, რაც მას აქვს.

მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით: პირველად როცა გავიცანი (ის პატარაა ჩემზე ბევრად, 10 წლით უმცროსია), მე მეუბნებოდა, ვეძებდი, რა სტილით მემღერა, ჯერ თქვენი ,,კალიტკა” ავიღე და ასე ვმღეროდი, მერე რაღაც სხვაო. მე ვუთხარი, რად გინდოდათ ამდენი სიმღერა, რასაც მღერით, ის თქვენია და ის არის კარგი. ასეა ეს, არავინ უნდა აიყვანო მაგალითად, – განაცხადა ნანი ბრეგვაძემ ერთ-ერთ გადაცემაში.