,,მშრალი ირაკლა” – პრეზერვატივზე ირაკლი სესიაშვილი გამოსახეს

,,მშრალი ირაკლა" - პრეზერვატივზე ირაკლი სესიაშვილი გამოსახესკომპანია ,,აიისამ” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის. ირაკლი სესიაშვილის გამოსახულებიანი პრეზერვატივი გამოუშვა, წარწერით ,,მშრალი ირაკლა”.

რამდენიმე თვის წინ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სესიაშვილის სახლის აუზი იაფი დაჯდებოდა, რადგან წყალი გაშვებული არ იყო.

-აუზი კაპიკები დაჯდებოდა, რადგან წყალი არ არის გაშვებული. 310მ2 ეს სახლი, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული, მინებია ჩასმული და გალესილია. მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი და 310 კვადრატული რომ 100 დოლარზე გაამრავლო, 31 000 დოლარია, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ამბობენ, ამის შემდეგ კახელებმა მას მშრალი ირაკლა დაარქვეს.

,,ეგ გამძლე არ იქნება”, ,,მშრალი კი არა, ბრიზგებიანი…”, – წერენ სოციალურ ქსელში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019