,,მისი ფეხმძიმე მეუღლე საავადმყოფოში იყო, როცა მამუკა მიიყვანეს” – ოზურგეთში ავარიას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა

,,მისი ფეხმძიმე მეუღლე საავადმყოფოში იყო, როცა მამუკა მიიყვანეს" - ოზურგეთში ავარიას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლაოზურ­გეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მო­ტო­ციკ­ლი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი მამუკა ნაცვლაძე კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც კლი­ნი­კა ,,მე­დალ­ფას” დი­რექ­ტორ­მა და­ვით მდი­ნა­რა­ძემ ამბები.ჯი-ს გა­ნუ­ცხა­და, მას სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276 – ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მამუკა ნაცვლაძე 25 წლის იყო. იგი კომ­პა­ნია ,,სო­კა­რის” ოზურ­გე­თის ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობ­და. ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ო­ჯახ­და. ის და მისი მე­უღ­ლე პირ­ველ შვილს ელო­დე­ბოდ­ნენ.

-შუ­ა­დღით შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­ვი­და და ქუ­ჩა­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. სა­ვა­რა­დუ­დოდ, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან ქალ­ბა­ტო­ნი იჯდა. მა­მუ­კას ახალ­გაზ­რდა ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე დარ­ჩა. რო­დე­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, მისი ფე­ხ­ძი­მე მე­უღ­ლე ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და მისი ქმა­რი გარ­დაც­ვლი­ლი იქ ნახა, მა­ნამ­დე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არ იცო­და. ეს არის შო­კის­მომ­გვრე­ლი ფაქ­ტი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე უკვე ძა­ლი­ან მძი­მე იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ავა­რი­ის შე­დე­გად მძი­მე ტრავ­მა თა­ვის არე­ში მი­ი­ღო, – გა­ნა­ცხა­დეს ამბები.ჯი-სთან სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რებ­მა.

ამბები.ჯი