მიხეილ სააკაშვილი: ,,ხაზარაძეს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ძალიანაც ნუ შეგეცოდებათ”

მიხეილ სააკაშვილი: ,,ხაზარაძეს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ძალიანაც ნუ შეგეცოდებათ"საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ განცხადებას, რომელიც მან 2 ნოემბერს, სავარაუდოდ გახარიას  მუქარის წერილის დირექტივების თანახმად გააკეთა, ხელს დღესაც მოაწერს. გულისხმობს არჩევნების მეორე ტურის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც წერდა, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე იდგა.

,,თურმე კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა ,,განკულაკება” ყოფილა და არა – ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც მამუკა ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა.

რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე”, – წერს სააკაშვილი