,,მე მოცდის დროც არ მაქვს ამქვეყნად” – რას პასუხობენ დავით სოკოლოვს მერიაში

,,მე მოცდის დროც არ მაქვს ამქვეყნად" - რას პასუხობენ დავით სოკოლოვს მერიაშირამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ცნო­ბი­ლი ტე­ლე­დიქტორის, და­ვით სო­კო­ლო­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც ის თბი­ლი­სის მერს, კახა კა­ლა­ძეს შეხ­ვედ­რას სთხოვ­და. სო­კო­ლოვს ქა­ლა­ქის პირ­ველ პირ­თან შეხ­ვედ­რა თა­ვი­სი ბი­ნის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით სურ­და. მი­სი­ვე თქმით, მერ­თან ერთ-ერთი შეხ­ვედ­რის დროს ეს სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა და კა­ლა­ძემ ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­როსს შე­ახ­ვედ­რა, თუმ­ცა ამ შეხ­ვედ­რით სო­კო­ლო­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა.

,,მინ­და, მივ­მარ­თო ჩვე­ნი ქა­ლა­ქის მერს, ბა­ტონ კახა კა­ლა­ძეს. ბა­ტო­ნო კახა, მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რით, თქვენ გულ­თან მი­ი­ტა­ნეთ ჩემი უზარ­მა­ზა­რი გა­სა­ჭი­რი, ის ჯო­ჯო­ხე­თი რო­მე­ლიც 20 წე­ლია მად­გას, თით­ქოს გა­და­წყდა კი­დეც პრობ­ლე­მა, მაგ­რამ თა­ვარ­თქი­ლა­ძეს­თან (ირაკ­ლი თა­ვარ­თქი­ლა­ძე, თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი, ავტ) გუ­შინ­წინ­დე­ლი შეხ­ვედ­რა იყო და­ცინ­ვა და მას­ხრად აგ­დე­ბა, რაც მე მან მი­თხრა და რო­გორც გა­და­წყვი­ტა…

მინ­და, ისევ შეგ­ხვდეთ და გა­დავ­წყვი­ტოთ ეს საქ­მე რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, რად­გან მე მოც­დის დროც არ მაქვს ამქვეყ­ნად…” – აცხა­დებ­და სო­კო­ლო­ვი მი­მარ­თვა­ში.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას დღეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ირაკ­ლი თა­ვარ­თქი­ლა­ძე და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სო­კო­ლო­ვის ბი­ნის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, და­ვით სო­კო­ლოვს ვა­კე­ში, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მისი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ბი­ნის სა­ნაც­ვლოდ, შეს­თა­ვა­ზეს სა­ბურ­თა­ლო­ზე, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში ორი ბინა, რა­ზეც მან უარი გა­ნა­ცხა­და.

,,ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში თეთ­რი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბით 2 ბინა, ჯამ­ში 112 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, შევ­თა­ვა­ზეთ. ეს შე­თა­ვა­ზე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და სამ­ხა­რა­უ­ლის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მისი სა­მო­მავ­ლო ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ახლა ჰა­ე­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, შე­ფას­და კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი 2 000 ლა­რად და ამის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, დას­რუ­ლე­ბუ­ლი ორი ბინა შევ­თა­ვა­ზეთ სა­ნაც­ვლოდ.

სამ­წუ­ხა­როდ, მისი მხრი­დან უარი იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა მო­ნაც­ვლე­ო­ბის ნა­წილ­ში შე­თა­ვა­ზე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბას მო­ი­ცავს, რა­საც დღეს მისი სა­კუთ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მო­ი­ცავს” – აღ­ნიშ­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას. მი­სი­ვე თქმით, რა­ტომ გა­ნა­ცხა­და უარი სო­კო­ლოვ­მა შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, მის­თვის უც­ნო­ბია.

და­ვით სო­კო­ლო­ვი ვა­კე­ში მდე­ბა­რე მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში წლე­ბია ელო­დე­ბა ბი­ნის მი­ღე­ბას. ამის გამო, ამ­ჟა­მად მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს. მი­სი­ვე თქმით, ის გა­და­სა­ხადს იმ 1000 ლა­რი­დან იხ­დის, რო­მელ­საც ყო­ველ­თვი­უ­რად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან იღებს.

ამბები.ჯი