მძღოლმა სკოლის ავტობუსს ცეცხლი წაუკიდა, პოლიციამ ბავშვების გადარჩენა შეძლო

მძღოლმა სკოლის ავტობუსს ცეცხლი წაუკიდა, პოლიციამ ბავშვების გადარჩენა შეძლომილანის შემოგარენში სასკოლო ავტობუსმა მარშრუტიდან გადაუხვია. მას შემდეგ კი, რაც მას პოლიცია გამოეკიდა, მძღოლმა ტრანსპორტს ბენზინი გადაასხა და დაწვა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი, 47 წლის სენეგალელი მამაკაცი, ყვიროდა, რომ მას ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების მასობრივი დაღუპვის შეჩერება უნდოდა და ვერავინ გადარჩებოდა ავტობუსში მყოფებიდან. იქ კი 51 ბავშვი იყო.

პოლიციამ ცეცხლწაკიდებული ავტობუსის ფანჯრები ჩაამტვრია და მგზავრების გადარჩენა შეძლო. მხოლოდ 14 ადამიანი მოიწამლა კვამლით.

პრაიმტაიმი