მაგნიუმის როლი სტრესის მენეჯმენტში

მაგნიუმის როლი სტრესის მენეჯმენტში

სოსო ბურდულაძე

სტრესი ჩვენი ცხოვრების თანმდევია და, შეიძლება ითქვას, სასარგებლოც, რადგან ის ადამიანის მობილიზებას და ცვალებად გარემოსთან შეგუებას უწყობს ხელს. მაგრამ თუ სტრესი ძლიერია და დიდხანს გრძელდება, ადამიანი ვერ ახერხებს ადაპტაციას, რასაც ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებამდე მივყავართ.

როგორც ჰანს სელიე იტყოდა, „სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაზღვეული მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს.“

როგორია სტრესის სიმპტომები?

სტრესი სხვადასხვანაირად მჟღავნდება: მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, განსჯის უნარის შესუსტებით. ზოგი ამ დროს ყველაფერს ნეგატიური კუთხით ხედავს, გამუდმებით წუხს, ყოველი წვრილმანი აღიზიანებს, ზოგი მარტოობისკენ მიილტვის ან მარტოსულობის განცდა ეუფლება. თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან პირიქით – ძილიანობა, ოფლიანობის მომატება ან მკვეთრი შემცირება, ფაღარათი, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, ნევროზული ჩვევები და სხვა.

რა შეიძლება იყოს სტრესის გამომწვევი ფაქტორები?

სტრესის გამომწვევი ფაქტორი ხშირად ინდივიდუალური შეიძლება იყოს. მაგალითად, ხმაურიანი, ხალხმრავალი ბარი, რესტორანი, პატარა ბავშვისთვის შესაძლოა სტრესის მიზეზად იქცეს, მაშინ როდესაც ზრდასრული ადამიანისთვის ეს ჩვეული, ხშირად სასურველი გარემოა. ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს საცობში მოხვედრა, სამსახურში დაგვიანება, გამოცდაზე მოუმზადებლად მისვლა, სამედიცინო პროცედურის ჩატარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა…

როგორია გახანგრძლივებული სტრესის შედეგები?

თუ სტრესული ფაქტორების მოქმედება გახანგრძლივდა, ხშირად მწვავდება უკვე არსებული დაავადებები და ვითარდება ახალი.

გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, არასაკმარისი ძილი, ავადმყოფობა, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება, აქვეითებს ორგანიზმის გამძლეობას სტრესისადმი. დადასტურებულია, რომ სტრესი შემთხვევათა 80%-ში იწვევს გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, კუჭ-ნაწლავის, შარდ-სასქესო, ენდოკრინული და სხვა ორგანოთა სისტემების დაავადებას. სტრესული ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს არტერიული წნევის მატებას, ტაქიკარდიას, საკვების მონელების დარღვევას, ლიბიდოს დაქვეითებას, თმის ცვენას, ხშირ ავადმყოფობას, ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ალერგიის, ფსორიაზის, კუჭის წყლულის გამწვევებას.

როგორია სტრესის დაძლევის სტრატეგია?

სტრესის დროს იხარჯება დიდი რაოდენობით მიკროელემენტები და ვიტამინები. განსაკუთრებით მცირდება სიმშვიდისა და წონასწორობის ელემენტი – მაგნიუმი, რის გამოც სისხლში მატულობს სტრესული ჰორმონების დონე. ცოტამ თუ იცის, რომ 10 წუთიანი სტრესი წვავს მაგნიუმის მთელ სადღეღამისო ნორმას და ვითარდება მაგნიუმის დეფიციტი, რაც ამცირებს სტრესისადმი გამძლეობას.

მაგნიუმის როლი სტრესის მენეჯმენტშიბიოლექტრა დირექტი არის გერმანული ბრენდი, რომელიც შეიცავს მაგნიუმის სადღეღამისო დოზას – 300 მილიგრამს. ბიოლექტრა მიიღება დღეში ერთხელ. ბიოლექტრა დირექტის შეძენა შესაძლებელი ფორთოხლის ან ლიმონის არომატით. არ შეიცავს შაქარს, ლაქტოზას და გლუტეინს. ბიოლექტრა დირექტის მიკროგრანულები სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან და მიღებიდან 20 წუთში ორგანიზმში ავსებს მაგნიუმის სადღეღამისო ნორმას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბიოლექტრას გვერდს ფეისბუქზე facebook.com/biolectra.geo ან დარეკეთ ნომერზე   2 61 46 88

სოსო ბურდულაძე

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ექიმი ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

მაგნიუმის როლი სტრესის მენეჯმენტში

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019