,,მა, 14 წელია თვალებში გიყურებ და ვერ მხედავ, მაგრამ გრძნობ, როგორ მიყვარხარ” – მამა თავმასი (,,მამის იავნანა” -ვიდეო)

,,მა, 14 წელია თვალებში გიყურებ და ვერ მხედავ, მაგრამ გრძნობ, როგორ მიყვარხარ'' - მამა თავმასი (,,მამის იავნანა'' -ვიდეო)პოეტი მოძღვარი, მამა თავმას ჩოხელი, რომლის უამრავი ლექსია ამღერებული, ფეისბუქში ვაჟს ემოციურა ულოცავს დაბადების დღეს.

,,შენ უკვე თოთხმეტი წლის ხარ, მა, თოთხმეტი წელია თვალებში გიყურებ და ვერ მხედავ, მაგრამ გრძნობ, როგორ უყვარხარ შენს მამას და შენი თბილი ხელებით მეფერები, ჩემო თბილგულა და თბილხელება ბიჭო, თოთხმეტი წელია ყოველდღე მეშინია, მეტი არაფერი გაგიჭირდეს… მე შენ ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, ჩემო შვილო, დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ამღერებულო ტკივილო, ჩემო მამის იავნანავ. გფარავდეს და სწყალობდეს შენს სიცოცხლეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. უფალს ებარებოდე, ვაჟა ჩოხელო…”, – დაწერა მამა თავმასმა (იხილეთ ვიდეო – ,,მამის იავნანა” – დათო არჩვაძე, ,,თეატრალური კვარტეტი”)