ლუდა სალია ხურვალეთში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს – ,,რომელმაც თქვით, არ გვინახავსო, მე განახეთ ახლა”

ლუდა სალია ხურვალეთში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - ,,რომელმაც თქვით, არ გვინახავსო, მე განახეთ ახლა"ლუდა სალია, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში ხურვალეთიდან, რომ რუსი ოკუპანტები სოფელში შევიდნენ, ფოტოებს აქვეყნებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას აკრიტიკებენ და პროვოკაციაში დებენ ბრალს.

,,ეს ადგილები, ხურვალეთელო მეზობლებო, გეცნოთ თუ არა! ეგ გუშინდელ ფოტოებია. აბა, რომელმაც თქვით, არ გვინახავსო, მე განახეთ ახლა, რადგან არ მიგიშვეს! რომლებმაც თქვით, არ იყვნენო, ახლა არ მითხრათ, რომ არ გეცნოთ ეს ეზო და მის უკან რომ დგას გურამა გუცაევის სახლი.

მე ყოველთვის ვიქნები ოკუპანტის მტერი და მამხილებელი, თქვენ კი როგორც ნამუსმა გიკარნახოთ, ისე ქენით, ჩემო კარგებო. რა ვქნა, მაინც მიყვარხართ, რადგან შიში და უიმედობაა თქვენი თანგზავრია. უფალმა შეგინდოთ”, – წერს ლუდა სალია.