ლელა კაკულიას შვილი თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრი გახდა – ,,ჩემი ქალიშვილი წამყვანი მინისტრი იქნება, მას წინასწარმეტყველების უნარიც აქვს”

ლელა კაკულიას შვილი თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრი გახდა - ,,ჩემი ქალიშვილი წამყვანი მინისტრი იქნება, მას წინასწარმეტყველების უნარიც აქვს"ლელა კაკულიას ქალიშვილი თამარ პატარაია პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის თანაგუნდელი გახდა. პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა და, მათ შორის – თამარ პატარაიაც, რომელმაც განათლება უცხოეთში მიიღო.

ლელა კაკულიამ ჟურნალ ,,სარკესთან” ჯერ კიდევ წლების წინ ისაუბრა, რომ თავისი ქალიშვილის მომავალს პოლიტიკაში ხედავდა და ის საქართველოში მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.

რამდენიმე თვის წინ კი ლელა კაკულიამ ,,პრაიმტაიმთან” ისევ ქალიშვილი ახსენა და აქცენტები ისევ პოლიტიკაზე გააკეთა:

– წვრილი დაპირისპირება იქნება. პარტიები ერთმანეთს დაჭამენ, როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი. ყველაფერი კარგად ჩაივლის.
– თქვენი აზრით? რომელი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში?
– „ქართული ოცნება“, ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მნიშვნელოვანი ხმების რაოდენობით „რესპუბლიკელებიც“ გახდებიან წევრები და ვნახოთ. ახალი პარტიების შექმნა გაგრძელდება. მე ამას ჯერ კიდევ როდის ვწინასწარმეტყველებდი, გიორგი ბრწყინვალეზე რომ ვამბობდი, გიორგი თარგამაძეს ეგონა, რომ სწორედ ის იყო, არადა ვიცოდი, რომ ჟურნალისტიკაში დაბრუნდებოდა და ვერ მიაღწევდა წარმატებას. ასევე ვუწინასწარმეტყველე ჯაბა იოსელიანს, რომ ციხეში მოხვდებოდა და რომ გამოვიდოდა, დიდ იუბილეს გადაუხდიდნენ თეატრში. ეს ყველაფერი  ზუსტად ახდა და მის იუბილეზე პატრიარქიც კი იყო მისული.
– რას გვეტყვით ახალ პოლიტიკურ ლიდერებსა და ქალ ლიდერებზე?
– რაც შეეხება ახალ ლიდერებს, ზურაბ ჯაფარიძეა საინტერესო პერსონა, თუმცა მე მას მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად უფრო ვხედავ. ძალიან კარგი მინისტრი იქნება ამ მიმართულებით. ქალებში სალომე ზურაბიშვილი ძალიან ძლიერი ქალია. მაია ფანჯიკიძის მომავალსაც ვხედავ. ის არსად წავა.

ერთს გეტყვით, ჩემი ქალიშვილი ემზადება პოლიტიკისთვის და ის ძალიან სერიოზულ ადგილს დაიკავებს, ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი გახდება. თან წინასწარმეტყველური უნარებიც აღმოაჩნდა. თუმცა ამ უნარებს არ ვუღვივებთ. პოლიტიკაში ეს ყველაფერი მას დაეხმარება. ახლა განათლებას უცხოეთში იღებს და იქიდან ძალიან ძლიერი და ჩამოყალიბებული დაბრუნდება.