ლელა კაკულიას ქალიშვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვა

ლელა კაკულიას ქალიშვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვალელა კაკულიას ქალიშვილმა, თამარ პატარაიამ თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვა. მან ამის შესახებ ფეისბუქში დაწერა:

,,მინდამ საზოგადოებას ვაცნობო, რომ, გამომდინარე იდეური სხვაობიდან, დღეს მე დავტოვე პარტია „კანონი და სამართლის“ რიგები. სამწუხაროდ, ჩვენი შეხედულებები და მიმართულებები რამდენიმე საკვანძო საკითხში ერთმანეთს კატეგორიულად არ ემთხვევა, რის გამოც მივიღე კიდეც ეს გადაწყვეტილება.

მადლობას ვუხდი „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ ქალბატონ თაკო ჩარკვიანსა და პარტიის წევრებს ამ მოკლე ხანში მიღებული გარკვეული გამოცდილებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.

P.S. აქვე მინდა, განვმარტო შემდეგი: ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკაში (და კონკრეტულად აღნიშნულ პარტიაში) ჩემი გამოჩენისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას.
დიახ, მე ვუსმენ ჩემი ხალხის ხმას, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მე მავანთა აზრი უნდა გავითვალისწინო. ჩემს მხარდამჭერებსა და კეთილისმსურველებს კი დიდ მადლობას გიხდით ნდობისა და გვერდში დგომისთვის!”.

თაკო ჩარკვიანმა ამის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა: ,,მოვიდა, გაუმარჯოს, წავიდა – გაუმარჯოს”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019