ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა

ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე გზაში გაიჭედაბიძინა ვანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ერთ-ერთი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა. ამ დროისთვის გადაკეტილია ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა. ხე პარკისთვის სოფელ ზენითიდან მიაქვთ.

ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა. ამ დრომდე ხის გადაადგილება ვერ ხერხდება.

სოფელ ზენითიდან დენდროლოგიური პარკისთვის სულ სამი ხის გადატანაა დაგეგმილი.

ბათუმელები, გურამ მურვანიძის ფოტო