ირინა სარიშვილი: ,,შემზარა – წაიღონ ჩემი ეზოც რუსებმა, ოღონდ მშვიდობა იყოსო”

ირინა სარიშვილი: ,,შემზარა - წაიღონ ჩემი ეზოც რუსებმა, ოღონდ მშვიდობა იყოსო"ირინა სარიშვილი გუშინ ხურვალეთში განვითარებულ ამბებს ფეისბუქით გამოეხმაურა და დაერა:

,,ერთი მოხუცი ქალბატონის ინტერვიუ ვნახე ხურვალეთიდან… შემზარა… არა ამ ქალბატონმა, არამედ მისმა დაჩაჩანაკებულმა მდგომარეობამ, იმდენად დაჩაჩანაკებულმა, რომ ორი დღე დარჩენია საიქიომდე (ყველა წამსვლელები ვართ) და საკუთარი სიმშვიდისთვის და მათხოვრული მყუდროებისთვის შვილების და შვილიშვილების მომავალს სწირავს – წაიღონ ჩემი ეზოც რუსებმა, ოღონდ მშვიდობა იყოსო…

ცოდოა ეს ქალბატონი, ძალიან ცოდო… ისევე როგორც ყველა, ვინც შეიძლება სკოლაში ისწავლა ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”, მაგრამ რას ნიშნავს ეს აფორიზმი, ვერ გაიგო. ვერ გაიგო ერთი უბრალო მიზეზის გამო – შიშმა, გადაულახავმა შიშმა დაუბინდა გონება და ამ შიშის გამო მზადაა, ყელი გამოღადროს ნებისმიერს, ოღონდ არა მტერს, ნებისმიერს, ვინც მას მონურ მყუდროებას ურღვევს. შიში ყველა ბოროტების სათავეა.
შიში არის ის, რაც ყველა ადამიანს აქვს და თუ ვერ გადალახავს, ის აღარაა ადამიანი”.