ირაკლი წულაძის ქანდაკებები პარიზიდან აზიაში მიემგზავრებიან

ირაკლი წულაძის ქანდაკებები პარიზიდან აზიაში მიემგზავრებიანცნობილი ქართველი მოქანდაკე, ირაკლი წულაძე, ახლახან დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც პარიზში, გრან პალეში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, მანამდე ის მიწვეული იყო ლუვრში გამართულ გამოფენაზე.

ირაკლი წულაძე:

– პარიზი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია შემოქმედისთვის, როგორც ხელოვნების მსოფლიო ცენტრი. გრან პალე უზარმაზარი საგამოფენო სივრცეა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არტშოუები ტარდება. ეს არის “დამოუკიდებელი მხატვრების სალონი”, რომელსაც აქვს ორსაუკუნოვანი ისტორია. იქ მოხვედრა არის ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლო.

სხვადასხვა დროს ამ გამოფენაში მონაწილეობდნენ პოლ სეზანი, სალვადორ დალი, ჯორჯ ბრაკი, ვან გოგი, ტულუზ ლოტრეკი, მოდილიანი, მატისი, კანდინსკი… ვინც კი სერიოზულ ნაბიჯებს დგამდა და განაცხადს აკეთებდა მსოფლიო ხელოვნებაში.

გრან პალეში გამოსაფენად ახალი ქანდაკება შეიქმნა, სახელწოდებით ,,უსასრულობა”, დიდი ზომის კომპოზიციაა, დაახლოებით ორ მეტრამდე და მისი ტრანსპორტირებაც პარიზამდე ,,საინტერესო” იყო. ამ გამოფენაზე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამი ქანდაკება წარვადგინე: ,,უსასრულობა”, ,,სიყვარულის ღუზა” და ,,ჩვენ”. ისინი ჩემი შემოქმედების სხვადასხვა ეტაპის უმნიშვნელოვანესი ნამუშევრებია.

პარიზული გამოფენებიდან ასევე მინდა გამოვყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სალონი. შარშან ჩემი ნამუშევრები გამოიფინა ლუვრში. ამ მსოფლიო დონის გამოფენაზე, რომელიც ,,კარუსელ დე ლუვრის” სახელითაა ცნობილი, ჩემი ქანდაკებების სერია წარადგინა პარიზულმა გალერეამ, რომელთანაც უკვე ერთი წელია ვთანამშრომლობ. გვქონდა გამოფენა გერმანიაში, ბელგიაში. წელს, რაც ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანია, ქანდაკებების სერია გამოიფინება სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში, აზიური ტურნეს ფარგლებში, – ამბობს ირაკლი წულაძე.

ვრცლად მოქანდაკის შემოქმედების შესახებ იხილეთ ინტერვიუ ჟურნალ ,,სარკის” ახალ, მე-10 ნომერში (ქვემოთ იხილეთ ფოტოები)

ირაკლი წულაძის ქანდაკებები პარიზიდან აზიაში მიემგზავრებიან

ირაკლი წულაძის ქანდაკებები პარიზიდან აზიაში მიემგზავრებიან

ირაკლი წულაძის ქანდაკებები პარიზიდან აზიაში მიემგზავრებიან

ირაკლი წულაძის ქანდაკებები პარიზიდან აზიაში მიემგზავრებიან