ია ჩაჩუა: ,,ყველა კარზე აბრახუნებდნენ ხელზე გადასვენებული, გონებადაკარგული ბავშვით” – რა მოხდა საბერძნეთში

ია ჩაჩუა: ,,ყველა კარზე აბრახუნებდნენ ხელზე გადასვენებული, გონებადაკარგული ბავშვით" - რა მოხდა საბერძნეთშისაბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ია ჩაჩუა ემოციურ პოსტს აქვეყნებს ქალზე, რომელიც უცხო მიწაზე გარდაიცვალა.

,,ათენი. 2016 წლის იანვრის ცივი ღამე. უდროო დროს დარეკილი ტელეფონის ხმა… – მიშველეეე!!! შვილი მიკვდებაააა!!!… გიორგი კრუნჩხვებში ჩამივარდა. რამდენიმე წუთიც რომ დაგვგვიანებოდა ბავშვი დაიღუპებოდა… გავშრი… მირეკავდა ახალგაცნობილი ახალგაზრდა ემიგრანტების ოჯახი. ვიცოდი, ეს რამდენიმე დღეა ორი წლის გიორგისიცხიანი ჰყავდათ. მძიმედ ახველებდა. ახველებდა და სიცხე ჰქონდა ელისოსაც. სახლის პირობებში მკურნალობდნენ. მაში, როცა ბავშვმა გამოკეთება დაიწყო უცებ კრუნჩხვებში ჩაუვარდათ.

თითქმის ყველა კარზე აბრახუნებდნენ ხელზე გადასვენებული, გონებადაკარგული ბავშვით, სანამ ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა არ გაუღო და საავადმყოფოში გადაყვანაში არ დაეხმარა… ბავშვი საშიში ვირუსით უგონო მდგომარეობაშია. დაიწყო მძიმე დღეები, უძილო ღამეები, დრო უსასრულოდ გაიწელა… ელისოსაც სიცხე აქვს, საშინლად აცივებს და ოფლში ცურავს, მაგრამ აბა, ამას როგორ იტყვის. ექიმებმა რომ გაიგონ, შვილთან ყოფნის უფლებას არ მისცემენ. ხოდა ითმენს… ის ხომ დედაა, მისი გიორგუნა ცუდადაა. ჩუმად სვამს მეუღლის მოტანილ სიცხის დამწევ საშუალებებს…

ხოდა მეოთხე დღეს ღმერთმა გადმოხედათ. ბავშვმა მოიხედა… აი, მაშინ კი ძალაგამოლეულმა ჩაიკეცა… ჩაიკეცა და ვეღარც წამოდგა… დამირეკა ცუდად ვარ, სასწრაფო გამოიძახეს, მგონი ვტოვებ შვილს უპატრონოდო… და პაუზა… უსასრულოდ დიდი პაუზა… წამით გონება დამიბნელდა. რა ვქნა, რით ვუშველო… სამსახურში ვარ. გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ კვირა დღეს მაქვს.

ვურეკავ ელისოს დედას, ქალბატონ მანანას, ისიც ემიგრანტია. გაუგია ეს ამბავი, მოხუცი ვიღაცისთვის დაუტოვებია და მიიჩქარის შვილის და შვილიშვილის საპატრონოდ…საავადმყოფო სოტირია. დიაგნოზი ღორის გრიპი… განაგრძეთ კითხვა