გორში მანქანა გაქურდეს, წაღებულია სუნამო და სელფის ჯოხი – ,,არ ვიცი, როგორ გიპოვო, მაგრამ რაც აიღე, მაგაზე მეტი გემოვნება არ მოგეცეს”

გორში მანქანა გაქურდეს, წაღებულია სუნამო და სელფის ჯოხი - ,,არ ვიცი, როგორ გიპოვო, მაგრამ რაც აიღე, მაგაზე მეტი გემოვნება არ მოგეცეს"გორში, კომბინატის დასახლებაში ავტომობილი გაქურდეს.

მანქანიდან წაღებულია ავტომობილის მფლობელის პირადი ნივთები. დაზარალებულის თქმით, მას სელფის ჯოხი და სუნამო მოპარეს. მეპატრონის მტკიცებით, მანქანა დაკეტილი იყო და ქურდი სავარაუდოდ, საბარგულიდან შევიდა.

მანქანის მეპატრონე ქალია და ის სოციალურ ქსელში წერს:

-წუხელის გაძარცვეს ჩემი მანქანა. არ ვიცი, ვინ ხარ და როგორ გიპოვო, მაგრამ ერთს გეტყვი – რაც აიღე და რაც აარჩიე, მაგაზე მეტი არც გემოვნება მოგეცეს და არც მოთხოვნილება. ღმერთი გაგცემს პასუხს ჩემს მაგივრად, ცხოვრებით და აზროვნებით უბედურო! სადმე როდესმე ხელში არ ჩამივარდე!”.