გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ – ბებიასთან მიდიოდა, მაგრამ იქ არ მისულა

გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ - ბებიასთან მიდიოდა, მაგრამ იქ არ მისულამეორე დღეა, გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ – არსებული ინფორმაციით, მოსწავლე გუშინ დღის 2 საათზე გავიდა სახლიდან, ის ბებიასთან მიდიოდა, მაგრამ არც იქ მისულა და არც უკან დაბრუნებულა.
რადიო ,,მოზაიკა” ბავშვის დეიდას ესაუბრა. მისი თქმით, 15 წლის ბიჭი ვერხვებიდან ჭალის მიმართულებით წავიდა, თუმცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მეორე დღეა ვერ იგებენ.

-ვესაუბრე ყველა მის მეგობარს, მაგრამ არავინ იცის, სად არის. ბოლოს დედამ ნახა. არანაირი კამათი არ ჰქონია სახლში. არ ვიცით, სად შეიძლება იყოს, – ამბობს დეიდამ.
ის მოქალაქეებს სთხოვს, რომ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, შემდეგ ნომერზე დაუკავშირდნენ: 598 306 777

,,გიგი, დეე, შემოგევლოს დედა… დამეხმარეთ შვილის პოვნაში”