გინეკოლოგმა 48 პაციენტი დააორსულა – არ იცოდნენ, სპერმა ვის ეკუთვნოდა

გინეკოლოგმა 48 პაციენტი დააორსულა - არ იცოდნენ, სპერმა ვის ეკუთვნოდაექიმ-გინეკოლოგს, რომელიც მისი 48 პაციენტის შვილის მამა აღმოჩნდა, ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ მისი შვილების უკმაყოფილება გამოიწვია. გამოცემა ,,ატლანტიკის” ინფორმაციით, დამნაშავე გინეკოლოგის პაციენტებმა ზუსტად არ იცოდნენ, სპერმა ვის ეკუთვნოდა.

1970-იანი წლების დასაწყისიდან დონალდ კლაინი პაციენტების განაყოფიერებისთვის საკუთარ სპერმას იყენებდა. ექიმი ქალებს ეუბნებოდა, რომ სპერმას საავადმყოფოს თანამშრომლები აბარებდნენ. სპერმობანკის არარსებობის პირობებში კლაინი ქალებს არწმუნებდა, რომ ერთი ადამიანის სპერმის გამოყენება მხოლოდ სამჯერ შეეძლო. სკანდალური გინეკოლოგის კაბინეტის კედელი მისი შვილების ფოტოებით იყო სავსე.

ექიმი პენსიაზე 2009 წელს გავიდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც გინეკოლოგის საიდუმლოს ფარდა ახადა, ჯეიკობ ბალარდი იყო. ამერიკელმა ქალმა ერთ-ერთ ფორუმზე ვიზუალურად მსგავსი ადამიანი აღმოაჩინა. მათი ნათესაური კავშირი დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა. გენეოლოგიური საიტის დახმარებით, გოგოებმა დებს და ძმებსაც მიაგნეს. 2017 წლისთვის კლაინის შვილების რაოდენობა, რომლებმაც დნმ-ის ანალიზი გაიკეთეს, 48-მდე ავიდა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019