,,ღობეზე გადავძვერი და მირანგულას ცხედარი მე ვნახე” – ტელეწამყვანმა სავარუდოდ თავი მოიკლა

,,ღობეზე გადავძვერი და მირანგულას ცხედარი მე ვნახე" - ტელეწამყვანმა სავარუდოდ თავი მოიკლამირანგულა ჯაჭვლიანმა, გავრცელებული ინფომაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის პროფესიით ჟურნალისტი იყო და ტელეკომპანია ,,თრიალეთზე” ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი იყო. შემთხვევა თბილისში, აეროპორტის დასახლებასი მოხდა.

გარდაცვლილის მეგობარი დრონი.ჯი-სთან ამბობს, რომ სუიციდის მიზეზი უცნობია.

-დილით მირანგულამ დაწერა სტატუსი და არა – სუიციდამდე რამდენიმე წუთის წინ, როგორც ამას მედია-საშუალებები ავრცელებენ. მისი მეგობრები ძირითადად არ შევდივართ ფეისბუქზე, ამიტომაც არ გვინახავს… დილით სტატუსი დაწერა “hello new world” და საღამოს თავი მოიკლა.

ცხედარი დედას არ უნახავს, ეს ტყუილია, ვერც ნახავდა ფიზიკურად, რადგან ბაღი ჩაკეტილი იყო, ღობეზე მე გადავძვერი და მე ვნახე, შემდეგ ბაღის გასაღებს ვიცოდი, სადაც ინახავდა და მე გავაღე, მერე უბნიდან ხალხიც მოგროვდა და გამოვასვენეთ ცხედარი. არავის გამო მოუკლავს თავი, ბოლოს ძალიან ბედიერი იყო, ახალი სამსახურიც დაიწყო და არავის არაფერი შეგვიმჩნევია, იმდენი კითხვის ნიშანი დაგვიტოვა ყველას, არ ვიცი, რა ვთქვა, არავინ არაფერი ვიცით საერთოდ. ეს არის სინამდვილე, დანარჩენი ყველაფერი ტყუილი დაიწერა და იმედი მაქვს ეს არარ განმეორდება, – აცხადებს დრონი.ჯი-სთან საუბარში მირანგულას მეგობარი.

მირანგულა ჯაჭვლიანს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სოცილურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული ჟურნალისტიკის მიმართულებით.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს (იხილეთ მირანგულა ჯაჭვლიანის გადაცემა).

გადაცემა თბილისის დრო

სტუმრად : მსახიობი ანა სანაია

Gepostet von თბილისის დრო am Dienstag, 30. Mai 2017