,,ექსპერტიზა დასრულდა” – რა ვითარებაში გარდაიცვალა გიგი გეგეჭკორი

,,ექსპერტიზა დასრულდა" - რა ვითარებაში გარდაიცვალა გიგი გეგეჭკორიგიგი გეგეჭკორის ცხედარი, რომელიც წითელსოფლის მიმდებარე ხევში იპოვეს, გუშინ საღამოს ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. როგორც ,,პრაიმტაიმს” გარდაცვლილის მეგობარმა უამბო, ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სუიციდს უკავშირდება.

,,წითელსოფლთან არის ტყე და ამ ტყეს რომ გადიხარ, იქვე ხევში იპოვეს ცხედარი. ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ არ არის. პოლიციელების თქმით და წინასწარი დათვალიერებით, სავარაუდოთ თვითმკვლელობა იყო, მაგრამ საბოლოო პასუხს მაინც ექსპერტიზა იტყვის.

ჩამომხრჩვალი იყო თოკით. გაოგნებულები ვართ ყველა. ვერ ვხსნით, რატომ შეიძლება ეს გაკეთებინა? რაიმე ისეთ პრობლემაზე არასდროს უსაუბრია, – ამბობს ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას გიგი გეგეჭკორის მეგობარი.

ახლობლების გადმოცემით, გიგი გეგეჭკორს სამშაბათს დაკრძალავენ.

მას სამართალდამცავები, სამაშველო სამსახური, მეგობრები და მოხალისეები 7 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გიგი გეგეჭკორი დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლიდან გაუჩინარდა.

,,გიგი, დეე, შემოგევლოს დედა… დამეხმარეთ შვილის პოვნაში”