,,დიდი სისულელე და მკრეხელობაა, ბუნება გამოასწორო” – რუსი მომღერალი მკერდის გადიდების მერე ტანჯვით გარდაიცვალა

,,დიდი სისულელე და მკრეხელობაა, ბუნება გამოასწორო" - რუსი მომღერალი მკერდის გადიდების მერე ტანჯვით გარდაიცვალა,,ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ეს დიდი სისულელე და მკრეხელობაა – ბუნება გამოასწორო!” – ამბობდა რუსი მომღერალი იულია ნაჩალოვა მკერდის პლასტიკური (გადიდების) ოპერაციის შემდეგ. იმ დღიდან ის ტკივილებით იტანჯებოდა. 16 მარტს კი მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

2007 წელს მკერდის ოპერაციისას ინფექცია განვითარდა და სისხლი მოეწამლა. ამას მოჰყვა პოდაგრის განვითარება, რომელიც გამუდმებით აწუხებდა მას მერე და ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების აწყობა სამჯერ სცადა და
შვილიც გააჩინა, ბოლო წლების განმავლობაში მომღერალი გამუდმებით სტრესსა და ტკივილში ცხოვრობდა.

პოდაგრასთან დართულმა დიაბეტმა ბოლოს ის გამოიწვია, რომ ერთ-ერთ პროექტზე საკმაოდ გაუღიზიანდა ფეხი, ვერაფრით ვეღარ უშველეს ვერც ნემსებით და ვერც ტკივილგამაყუჩებლებით და ფეხის ამპუტაცია გაუკეთს. თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერც ასე შეძლეს. იულიას ოპერაციის შემდეგ ძლიერი სისხლდენა დაეწყო, ორგანიზმი იმდენად იყო დასუსტებული, ვეღარ შეებრძოლა და ჯერ კომაში ჩავარდა, მერე კი გული გაუჩერდა.

,,სეფსისის შემდეგ ჯერ თირკმელებზე მქონდა პრობლემა. ორგანიზმი იმდენად დასუსტებული მქონდა, ბრძოლაც არ მინდოდა. ვგრძნობდი, რომ სიცოცხლე ხელიდან მეცლებოდა. თუმცა მომხდარში არც ბედს ვადანაშაულებდი და არც ექიმებს. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ეს დიდი სისულელე და მკრეხელობაა – ბუნება გამოასწორო!”, – ამბობდა მომღერალი.

მშობლები.ჯი