დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრეებმა ლეკვები გამოიყვანეს

დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრეებმა ლეკვები გამოიყვანესდიდ დიღომში ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.