დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაურიგდათ – ,,გვასწავლიან, პარალელურად უნარების გამოცდებიც გააუქმეს”

დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაურიგდათ - ,,გვასწავლიან, პარალელურად უნარების გამოცდებიც გააუქმეს",,ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი სერ­გო რა­ტი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტი­დან ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს, რო­მლებ­ზეც ასა­ხუ­ლია ხმის მი­ცე­მის ინ­სტრუქ­ცია.

,,დღეს დი­ლას დაგ­ვხვდა. გვას­წავ­ლი­ან, ბა­რა­თი ჭრილ­ში უნდა გან­თავ­სდეს… პა­რა­ლე­ლუ­რად უნა­რე­ბის გა­მოც­დაც გა­ა­უქ­მეს”, – წერს რა­ტი­ა­ნი.

,,ბა­რა­თი ჭრილ­ში უნდა გან­თავ­სდეს ისე, რომ ჩიპი მოხ­ვდეს ჭრი­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბუ­ლი ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პულ­ტის ჭრილ­ში ბა­რა­თის მო­თავ­სე­ბი­სას, ჭრი­ლის ზედა კუ­თხე­ში ნა­თუ­რის წი­თე­ლი ნა­თე­ბა გა­და­ვა მწვა­ნე­ში, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სის­ტე­მამ მი­ი­ღო ბა­რა­თის კოდი. რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და კენ­ჭისყ­რის დროს ბა­რა­თი ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნულ ჭრილ­ში უნდა იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი”, – ვკი­თხუ­ლობთ ხმის მი­ცე­მის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მის ინ­სტრუქ­ცი­ის ბა­რათ­ში.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. როგორც გაირკვა, დეპუტატებს მწვანე და წითელი ღილაკი ერთმანეთში აერიათ.

ამბები.ჯი