დედის ღვიძლით გადარჩენილი შვილის სიცოცხლე – ათსაათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოში

დედის ღვიძლით გადარჩენილი  შვილის სიცოცხლე - ათსაათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოშიბა­თუმ­ში სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დედა შვი­ლის სიყ­ვით­ლემ შე­ა­ში­ნა. მერე იყო ექიმ­თან ვი­ზი­ტი, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და თავ­ზარ­დამ­ცე­მი დი­აგ­ნო­ზი…

ხა­თუ­ნა ცე­ცხლა­ძე, 9 წლის თა­მა­რის დედა:

-და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს თა­მა­რი შე­უძ­ლოდ დამ­ხვდა. ფე­რიც არ მო­მე­წო­ნა და მე­ო­რე დღეს­ვე ექიმ­თან მი­ვიყ­ვა­ნე. აღე­ბუ­ლი ანა­ლი­ზი გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­აგ­ზავ­ნეს, ერთი კვი­რის შემ­დეგ პა­სუ­ხი მო­ვი­და. როცა დი­აგ­ნო­ზის ფურ­ცე­ლი გად­მომ­ცეს, მი­თხრეს, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი ჰე­პა­ტი­ტი­აო. ვერ გა­ვი­გე, რას ნიშ­ნავ­და. მერე რომ ამიხ­სნეს ჩემი შვი­ლის დი­აგ­ნო­ზი, ად­გილ­ზე გა­ვი­ყი­ნე.

ღვიძლს ფუნ­ქცია დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ჰქონ­და და ყო­ველ­დღი­უ­რად მწვავ­დე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა… ბავ­შვს თან­და­ყო­ლი­ლი ჰე­პა­ტი­ტი აღ­მო­აჩ­ნდა. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ინ­ტერ­ნეტ­ში და­ვი­წყეთ ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. რაც უფრო ბევ­რს ვი­გებ­დით, მით უფრო გვი­პყრობ­და შიში. თა­მა­რი თბი­ლის­ში, იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვაწ­ვი­ნეთ. თუ არ ჩავ­თვლით უბ­რა­ლო გა­ცი­ე­ბას, ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია,- იხ­სე­ნებს თა­მა­რის დედა.

გა­დას­ხმე­ბით აჩე­რებ­დნენ ღვიძ­ლის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის შე­უქ­ცე­ვად პრო­ცესს, მაგ­რამ დრო არ ით­მენ­და. რა არის გა­მო­სა­ვა­ლი? – პა­ტა­რა თა­მა­რის მშობ­ლე­ბის დას­მულ ამ შე­კი­თხვას მე­დი­კო­სებ­მა კონ­სი­ლი­უ­მის შემ­დეგ უპა­სუ­ხეს: ,,დო­ნო­რის პოვ­ნა და ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა”.

ყო­ვე­ლი დღე გა­დამ­წყვე­ტი იყო, უფრო სწო­რად, ყო­ვე­ლი წამი. სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ოჯახს არც საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი ჰქონ­და, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ღვიძ­ლის დო­ნო­რი მო­ე­ძებ­ნათ და არც – დრო. მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კის გა­მოც­დი­ლე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლე­ბი მო­სინ­ჯეს დო­ნო­რე­ბად. დე­დის ანა­ლი­ზე­ბი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც არ­სე­ბობ­და რის­კი, რომ თე­ო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დო­ნო­რის ღვიძლს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის სხე­უ­ლი არ შე­ით­ვი­სებ­და.

-ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია გარ­და­უ­ვა­ლი იყო. იმის გამო, რომ ყო­ველ წამს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რე­ა­ნო­მო­ბი­ლით ჩა­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი. როცა სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შევ­დი­ო­დი, მე­უღ­ლეს და ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­თხა­რი, თუ სა­ჭი­რო გახ­და მთლი­ა­ნი ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა, არც და­ფიქ­რდეთ, მა­შინ­ვე მი­ე­ცით თან­ხმო­ბა ექი­მებს, მზად ვარ, შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად სი­ცო­ცხლე დავ­თმო-მეთ­ქი.

შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, თავ­ში მხო­ლოდ ის მიტ­რი­ა­ლებ­და, რო­გორ­მე შვი­ლი გა­და­მერ­ჩი­ნა. სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში რომ შე­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ მო­ვე­დი გონ­ზე… სა­მე­დი­ცი­ნო ია­რა­ღე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, გა­მო­ვერ­კვიე და მივ­ხვდი, რა ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­და­სა­ტა­ნი ჩემს გო­გო­ნას, – ყ­ვე­ბა ხა­თუ­ნა ცე­ცხლა­ძე.

ქი­რურგ კახა ქა­ში­ბა­ძეს, რო­მელ­საც ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში მა­ნამ­დე ღვიძ­ლის რამ­დე­ნი­მე ტრან­სპლან­ტა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, იმ დღეს ას­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. წინა შემ­თხვე­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, 9 წლის პა­ცი­ენ­ტის­თვის ღვიძ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად უნდა გა­და­ე­ნერ­გა. ღე­ლავ­და ყვე­ლა, ქი­რურ­გის გარ­და. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჩვე­ვაა ემო­ცი­ე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბა და კონ­ცენ­ტრი­რე­ბა… იმ დღე­საც ასე იყო.

ჯერ დო­ნორს, 31 წლის დე­დას, ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და მერე მის შვილს, 9 წლის პა­ცი­ენტს. ტრან­სპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ზუს­ტად 10 სა­ათს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

-არ­სე­ბობ­და იმის სა­შიშ­რო­ე­ბაც, რომ ანა­ლი­ზით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დო­ნო­რის ღვიძ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ არ გა­მომ­დგა­რი­ყო პა­ცი­ენ­ტის­თვის. ღმერ­თის წყა­ლო­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­დი­კო­სე­ბის დახ­მა­რე­ბით, ტრანპ­ლან­ტა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა.

არ მახ­სოვს, მაგ­რამ ნარ­კო­ზი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა მი­კი­თხავს. სა­ნამ ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო არ მაჩ­ვე­ნეს პა­ლა­ტა­ში მწო­ლი­ა­რე შვი­ლის, მა­ნამ­დე ვერ მო­ვის­ვე­ნე. არ ვიცი, რო­გორ და რა გზით ან თუ ოდეს­მე შევ­ძლებ კახა ქა­ში­ბა­ძი­სა და მისი გუნ­დის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვას! მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ჩემი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად და სი­ცო­ცხლე ხელ­მე­ო­რედ აჩუ­ქეს. 25 დე­კემ­ბერს მე და ჩემი შვი­ლი, ორი­ვე მე­ო­რედ და­ვი­ბა­დეთ!

ბევ­რი რამე შე­იც­ვა­ლა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ. დილა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბით იწყე­ბა და და­ძი­ნე­ბამ­დე ასე გრძელ­დე­ბა. წამ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­ცირ­დე­ბა, – ამ­ბობს თა­მა­რის დედა.

წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ახლა 9 წლის თა­მა­რი და მისი დო­ნო­რი დედა პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სახ­ლში გა­დი­ან. კვი­რა­ში ერთხელ ანა­ლი­ზებს აბა­რე­ბენ და ახალ სხე­ულ­თან ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბი­ან. ყო­ვე­ლი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი სულ უფრო და­დე­ბი­თია. გა­და­ნერ­გი­ლი ღვიძ­ლი ფუნ­ქცი­ას წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებს და თა­მა­რის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა. ახლა დედა-შვი­ლი თავს კარ­გად გრძნობს.

მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას თა­მა­რი სულ მალე უბ­რა­ლო ის­ტო­რი­ად გა­იხ­სე­ნებს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, თა­ნა­ტო­ლებ­თან ბევ­რს ითა­მა­შებს და როცა დიდი გოგო გა­იზ­რდე­ბა, ეცო­დი­ნე­ბა რომ ქარ­თველ­მა ქი­რურ­გმა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რათა ეცო­ცხლა, ჯან­მრთე­ლი და მებ­რძო­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი.

ამბები.ჯი