დაუნის სინდრომის მქონე გოგონას დედამ ექიმს გამაოგნებელი წერილი მისწერა

დაუნის სინდრომის მქონე გოგონას დედამ ექიმს გამაოგნებელი წერილი მისწერაორსულობის მე-12 კვირაზე ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ექიმმა კორტნი და მეთი ბაიკერებს აცნობა, რომ მათი შვილი დაიბადებოდა დაუნის სინდრომით. მომავალ მშობლებს ექიმმა აბორტის გაკეთება ურჩია, თუმცა დედამ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა.

ახლა გოგონა 15 თვისაა. კორტნიმ გადაწყვიტა, დაეწერა ემოციური წერილი და მიეწერა ექიმისთვის.

,,მინდოდა მეთქვა ექიმისთვის, რომ ის არ იყო მართალი, როდესაც მირჩია აბორტის გაკეთება. ჩემი ბავშვი იდეალურია. არ ვარ გაბრაზებული და არც გაბოროტებული. უბრალოდ სამწუხაროა, რომ მწარედ შეცდით მაშინ, როდესაც მირჩიეთ აბორტის გაკეთება. შეცდით, როდესაც მითხარით, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი
ჩვენს ცხოვრებას გაართულებდა. გული მიკვდება იმის გაფიქრებაზეც, რომ დღესაც შეიძლება იგივე გაუმეოროთ მომავალ დედას. ყველაზე მეტად სამწუხარო ისაა, რომ არასდროს დაიმცირებთ თავს, რათა გაიცნოთ ჩემი შვილი – ემირსენი”.

კორტნის სიტყვებით, თავისი გზავნილით მას სურდა, შეეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ:

,,მინდა, იცოდნენ ექიმებმა, თუ რაოდენ ძვირფასია დედებისთვის ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვები – როგორც ჯანმრთელები, ასევე ამა თუ იმ გადახრით. მინდა, ყველამ გაითავისოს, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს უფლება სიცოცხლისა და სიყვარულისთვის”.

მშობლები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019