დაღუპულები და დაშავებულები – ირანში სტიქია მძვინვარებს

დაღუპულები და დაშავებულები - ირანში სტიქია მძვინვარებსსამ­ხრეთ ირან­ში წყალ­დი­დო­ბას სულ მცი­რე 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შავ­და 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ მი­ე­დი­ნე­ბა ში­რა­ზის ქუ­ჩებ­ში ტა­ლა­ხი­ა­ნი წყლის ნა­კა­დე­ბი. ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სტი­ქი­ას სწო­რედ ში­რაზ­ში ემსხვერ­პლა, და­ზი­ან­და ასო­ბით შე­ნო­ბა.

წყალ­დი­დო­ბა ირა­ნულ ახალ წელს და­ემ­თხვა, სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი არ მუ­შა­ობ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, მო­ა­ხერ­ხეს თუ არა მო­ბი­ლი­ზა­ცია სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა სტი­ქი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად.

ფარ­სის პრო­ვინ­ცი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ენი­ა­თო­ლა რა­ჰი­მი ამ­ბობს, რომ შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­მ­ლებიც სტი­ქი­ამ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა.

რა­ჰი­მი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ.

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თი­თა და სამ­ხრე­თით ძლი­ერ წვი­მას ვა­რა­უ­დო­ბენ.

წყალ­დი­დო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა პრო­ვინ­ცია, მათ შო­რის დე­და­ქა­ლა­ქი თე­ი­რა­ნი.

ამბები.ჯი

დაღუპულები და დაშავებულები - ირანში სტიქია მძვინვარებს