,,ჩემს მეგობარ ტურისტს 8 ჭიქა სასმელში 1300 ლარი გადაახდევინეს” – რას წერს უჩა აბაშიძე თბილისის ერთ-ერთ კლუბზე

,,ჩემს მეგობარ ტურისტს 8 ჭიქა სასმელში 1300 ლარი გადაახდევინეს" - რას წერს უჩა აბაშიძე თბილისის ერთ-ერთ კლუბზეუჩა აბაშიძე ფეისბუქში წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ კლუბში თავის მეგობარ ტურისტს 8 ჭიქა სასმელში 1300 ლარი გადაახდევინეს.

,,ხალხო, მეგობარს ,,გაუჩალიჩეს”, ტურისტს, გუშინ. შევიდა სადღაც, ვიღაც გოგოები მისხდნენ, გაეპრანჭნენ, შეუკვეთეს სასმელი. ეს ყველაფერი მოხდა 5-10 წუთში, ძალიან სწრაფად – ეს ჯერ ისე ელაპარაკებოდა, გამარჯობას ეუბნებოდა. ისინიც ენას ითრევდნენ, გამოიყურებოდნენ მის თვალში ნორმალურ გოგოებად.

შეუკვეთეს სულ 8 ჭიქა რაღაც, მერე ამას რაღაც არ ,,გაუსწორდა”, ანგარიში მოითხოვა და მოუტანეს ეს ანგარიში (1308 ლარი).

ამან რომ ამოიღო ხმა, ეგრევე იქ გაჩნდა დაცვა და გაქრნენ გოგოები. გასაგები იყო, რომ გააცურეს, შემეშინდა კიდეცო, გადაიხადა და წამოვიდა. თვალებს რაც მეტს დავხუჭავთ, მეტი მოხდება ასე და მეტი ტურისტი დაგვიკიდებს ყ@@@ე.

ჰოდა, რა შეიძლება გავაკეთო? ხომ მომხდარა ასეთები, არსებობს ეს ჩეკი და არსებობს საბანკო ამონაწერი, თვითონ ფიქრობს, რომ გოგოები სქემის ნაწილი იყვნენ. სასმელი, რასაც ის გოგოები უკეთავდნენ, ძალიან ბანძი იყოო და არაფერი ისეთიო (გემო გავუსინჯე, რომ მოჰქონდათო). უცებ არც მიფიქრია, რომ რამე ისეთი იქნებოდაო – 8 ჭიქაში  1300 ლარი!

ჰოდა, ან გოგოები არიან ,,მისახედი” თაღლითობისთვის, ან ,,ზავეძენია” კი არა – ხომ გასაგებია, რომ შეთქმულებაში არიან ორივე. მომეხმარეთ, სად მივდგე და ვის, ,,პროსტა” პრინციპის გულისთვის, რომ არსებობს ტურისტებზე ფულის კეთება და არსებობს მერე ეს. ტაქსის მძღოლმა რომ თბილისის ზღვაზე აიყვანა ტურისტი, 300 დოლარი გამოართვა და ესაა ბათუმიო, უთხრა, ეგ პონტია. ამათმაც რაღაც წყალი დაუსხეს და 1300 ლარი დაუწერეს.

პ.ს. კლუბს ადრე ერქვა ,,მასკარადი”, ახლა ჰქვია ,,ქალაქური კლუბი”, არ არის რესტორანი ქალაქური,

სასმელი იყო ,,მასკარადი”.

პირველი შეკვეთა ჯინ-ტონიკის და ვისკის გააკეთა თვითონ, შემდეგ ყველაფერს უკვეთავდა ,,ქართველი” გოგონა, ისე რომ ამას არც გაუგია, რას უკვეთავდა. რომ გასინჯა და ალკოჰოლის სუნიც არ დაჰკრავდა იმ დასალევს,  მიხვდა, რომ აგოიმებდნენ და მოითხოვა გადახდა და წამოსვლა”, – წერს უჩა აბაშიძე.