ბათუმში დედამ შვილი გაყიდა – საქმეს შსს იძიებს

ბათუმში დედამ შვილი გაყიდა - საქმეს შსს იძიებსვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში დედამ შვილი გაყიდა. ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით, მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალმა 2 თვის შვილი  სხვას მიჰყიდა.

დღეს ადგილზე მისულებს კი მცირეწლოვანის დედა სახლში არ დახვდა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პოლიცია გამოიძახა.

-რადგან ოჯახი აქ აღარ დაგვხვდა, პოლიციას შევატყობინე. როგორც გვითხრეს, მისამართი შეიცვალეს და მიმდებრედ, სხვა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, – აცხადებს ღოღობერიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის გაყიდვის შეტყობინებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.