ბანანის ნამცხვარი 30 წუთში

ბანანის ნამცხვარი 30 წუთშიბაბანის ნამცხვარი ინგრედიენტები
კარაქი – 100 გ
კვერცხი – 3 ცალი
ფქვილი – 300 გ
შაქარი – 1 ჭიქა
არაჟანი – 1 ჭიქა
ბანანი – 3 ცალი
მომზადების წესები
3 კვერცხის გული, ნახევარი ჭიქა შაქარი და გამდნარი კარაქი შეურიეთ ერთმანეთს. როცა ერთიან მასას მიიღებთ, დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი. გაითვალისწინეთ, ცომი უნდა იყოს სქელი. შედეთ მაცივარში.

დაჭერით ბანანი თხლად – თუ გსურთ, რომ უფრო მრავალფეროვანი არომატი შესძინოთ, დაუმატეთ ვანილი.

ახლა გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ცომს დაადეთ ზემოდან დაჭრილი ბანანი და ზემოდან ფუნჯით წაუსვით არაჟანი .

შედგით ღუმელში 20 წუთით.

ამასობაში ცილითა და დარჩენილი შაქრით გააკეთეთ ბეზე. გამოიღეთ ღუმელიდან და წაუსვით ზემოდან ბეზე – შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადითა ან დაჭრილი ხილით. ისევ შედგით ღუმელში 3 წუთი, შემდეგ დაელოდეთ გაციებას და გემრიელად მიირთვით!

გემრიელია.ჯი