ანა ბაგრატიონის დედა და ნოდარ დუმბაძის ერთადერთი და ნამდვილი ხატია – ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო”

ანა ბაგრატიონის დედა და ნოდარ დუმბაძის ერთადერთი და ნამდვილი ხატია – ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო”ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, თუმცა ეს არც არასდროს აკლდათ. რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონის მამა ცნობილი პოეტი პეტრე გრუზინსკი გახლდათ. მისი მეუღლე კი ლეილა ყიფიანია, რომელმაც ქართული კლასიკური კინოს ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა.

ლეილა ყიფიანის ცხოვრება ფილმმა ,,მე ვხედავ მზეს” მართლაც მზესავით გაანათა და მასში ბევრი რამ შეცვალა. ხატია – საოცართვალებიანი გოგონა ანგელოზის მზერით – ამ ერთმა როლმა მთელ საბჭოთა კავშირში გახადა პოპულარული.

ხატიაზე შეყვარებული ახალგაზრდები ნახატებს, ბარათებს უგზავნიდნენ, სიყვარულს უხსნიდნენ. ქალბატონი ლეილა დღემდე ინახავს ორიგინალურ ბარათს, სადაც ფილმის რეჟისორ ლანა ღოღობერიძის კალთის ქვეშ ,,ხატია” და ,,სოსოია” არიან შეფარებული.

ქალბატონმა ლეილამ ჟურნალ ,,სარკეს” თავისი ოჯახის ისტორია უამბო. მომავალ მეუღლეს გადასაღებ მოედანზე დაუმეგობრდა, მათი რომანი კი გადაღების დასასრულს დაიწყო. სამი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ქმრის ცნობილ ოჯახთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია.

შვილი ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ ეყოლა. ანა რომ გაუჩნდა, 29 წლის იყო. შვილის დაბადებით მის ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო.

,,ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი არ მითამაშია. შეიძლება განსხვავებული როლი სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ გული არაფერზე მწყდება. კინემატოგრაფიასაც ისევე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს.

ჩემს ცხოვრებაში ანა გაჩნდა და ამან ყველაფერი შეცვალა. მერე მაიაც დაიბადა. საყვარელი პროფესიაც მქონდა, ამიტომ მთელი ჩემი ცხოვრება შევსებული აღმოჩნდა.

ზოგჯერ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, კინემატოგრაფიაში მუშაობა გამეგრძელებინა, მაგრამ (გააგრძელეთ კითხვა)…