,,9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო” – წერილი, რომელმაც ყველა შეძრა

,,9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო" - წერილი, რომელმაც ყველა შეძრაწერილმა, რომელსაც ახალგაზრდა დედა აქვეყნებს, მთელი ქვეყანა შეძრა:

,,9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო… მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან… აქამდე ხალხის დახმარებით და დედის პენსიით მოვედით, რომლის ნახევარიც ბანკში მიდის… სად არ ვმუშაობდი – მხვეტავად, დამლაგებლად, მუშადაც კი…

ხანდახან სული ძლივს მიმქონდა სახლამდე, მაგრამ მიხაროდა, შვილს ერთ ფაფას თუ მაინც ვუყიდდი. რა დამცირება და დაცინვა არ გადამიტანია… გაჭირვებამ კი თავისი ქნა. სახლში ყველაფერი გაყიდული გვაქვს. ბავშვს დედაჩემი იტოვებდა, ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა დედა დანევროზებულია და  ხშირად ვკამათობთ. თუ ვეუბნები, რომ ბავშვთან ნუ ყვირი, ისტრესება-მეთქი, გაიბუტება, ბავშვს აღარ ეკარება და ყველაფრის გაკეთება მე მიწევს. ახლა საერთოდ სუსტადაა, ვეღარ დადის.

მე თვალების პრობლემა გამირთულდა, რთული მიოპიური ასტიგმატიზმი მაქვს დიდი მინუსით. ლინზები გამოსაცვლელი მაქვს და მზეზე გარეთ ვერ გავდივარ, ამის გამო სამუშაოს ვეღარ ვეძებ და 5 თვეა, სასოწარკვეთილი სახლში ვზივართ. დედაჩემს რამე რომ დაემართოს, საერთოდ უპატრონოდ დავრჩები. სოციალური არ გვაქვს, უარი მოგვივიდა. ზედმეტ წუწუნსაც ვერიდებოდი, მეშინოდა ბავშვი არ წაერთმიათ. ერთხელ უკვე შემომთავაზეს, ბავშვი თავშესაფარში დამეტოვებინა, მაგრამ შემეშინდა, შვილი არ დამკარგვოდა… ახლა ვფიქრობ, რომ თუ მე და დედა ფეხზე ვერ დავდგებით, კარგი ოჯახი მოვძებნო”.

მარაო.ჯი