7-დღიანი ძებნის შემდეგ გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

7-დღიანი ძებნის შემდეგ გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვესშვიდდღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გიგი გე­გეჭ­კო­რი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­თელ­სო­ფელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-მ და­უ­დას­ტუ­რა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გიგი გე­გეჭ­კო­რი ტყე­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

,,ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, მიმ­დი­ნა­რე წლის 9 მარტს, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გიგი გე­გეჭ­კო­რის უგზო-უკვლოდ და­კარ­გვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. “112”-ში შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ გიგი გე­გეჭ­კო­რი 9 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე, გა­ვი­და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­თელ­სო­ფელ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი­დან, სა­დაც ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცი­ამ და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა მყი­სი­ე­რად და­ი­წყეს და­კარ­გუ­ლი პი­რის ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 7-დღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნის შემ­დეგ, 15 მარტს გიგი გე­გეჭ­კო­რის ცხე­და­რი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­თელ­სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ტყის მა­სივ­ში თო­კით ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს”, – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

7 დღის განმავლობაში პოლიციასთან ერთად მეგობრები და ახლობლებიც ეძებდნენ. მედიასაშუალებები კი მის გაუჩინარებას აქტიურად აშუქებდნენ. სამწუხაროდ, ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა. ,,გიგი, დე, გელოდები” – წერდა გიგის დედა ფეისბუქში.

,,გიგი, დეე, შემოგევლოს დედა… დამეხმარეთ შვილის პოვნაში”