,,200 მილიონი დავკარგეთ იმიტომ, რომ აზრზე არ ვიყავი, რას დავუჭირე მხარიო, შეეშალა, რა ქნას”

,,200 მილიონი დავკარგეთ იმიტომ, რომ აზრზე არ ვიყავი, რას დავუჭირე მხარიო, შეეშალა, რა ქნას'',,სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ოთარ დანელია აღიარებს, რომ მიწის მორატორიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა.

დანელიამ ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ მორატორიუმის გამო სოფლის მეურნებაოში 200 მილიონი ლარი ვერ შევიდა.

-მე ასევე აუცილებლად ხაზი მინდა, გავუსვა და დავაფიქსირო თუ ვაღიარო, როგორც გნებავთ, ამას არ აქვს ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა, მათ შორის მიწის მორატორიუმმა მნიშვნელოვნად შეაფერხა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები და ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით, 1 500 ტრანზაქცია ვერ შესრულდა, რამაც დაახლოებით, 200 000 000-ით ნაკლებით შეიტანა სოფლის მეურნეობაში. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი სტიმულირება,- თქვა დანელიამ.

ოთარ დანელიამ ასევე ევროპულ საქართველოს ამ საკითხზე მსჯელობის მოწყობა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ დანელია ეთანხმებოდა მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადებას. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ არა დეპუტატის მანდატი, ის შეუერთდებოდა ,,ქართული მარშის” აქციას და მათთან ერთად გააპროტესტებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მორატორიუმის ერთი კვირით გაუქმებას.

-პროტესტი არის საზოგადოებრივი, მართებული. მე რომ არ ვიყო დეპუტატი, მეც იქ ვიქნებოდი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქედანვე უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი და პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის საზოგადოებრივი მუხტი და ლეგიტიმური პროტესტი. საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ,- ამბობდა მაშინ დანელია.

2017 წლის 26 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის,, მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ინიციატივის გატანას ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესომბუდსმენიც კი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა 87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ უმრავლესობამ ის მესამე მოსმენით გამოაცხადა.

ეს ,,ქართული ოცნების” მიერ ამ საკითხზე გამოცხადებული უკვე მეორე მორატორიუმი იყო.

2013 წლის 28 ივნისს ,,ქართული ოცნების”’ უმრავლესობამ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. ცვლილების შედეგად მრავალ პირს საკუთრების უფლება შეეზღუდა, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა”, – წერს ტაბულა

დეპუტატის ამ აღიარებას ეხმაურება ზურაბ ჯაფარიძე დ ფეისბუქში წერს:

,,200 მილიონი დავკარგეთ იმიტომ, რომ აზრზე არ ვიყავი, რას დავუჭირე მხარიო.

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეა. მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. შეეშალა, რა ქნას, კი არ უნდოდა, ქართველები არა ვართ..

პ.ს. იგივე იდიოტობა კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ, იმისგან მიღებულ ზარალს დაითვლის 2030-ში”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019