ვანო ზოდელავა გარდაიცვალა

ვანო ზოდელავა გარდაიცვალათბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ორი წლის წინ ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში მოყვა და თავის მძიმე ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ავტოავარიის შემდეგ  ის კლინიკაში მკურნალობდა.

ვანო ზოდელავა თბილისის მერი 1998-2004 წლებში იყო.