წყალტუბოში სასუნთქი გზების გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება

წყალტუბოში სასუნთქი გზების გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნებაწყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე საწურბლიას მღვიმე გაზაფხულზე გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

,,საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა.

საწურბლიას მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს. საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ში მდებარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით იყო დაფინანსებული.

რეგინფო

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019