წითელი კარტოფილი ნივრითა და ყველით

წითელი კარტოფილი ნივრითა და ყველითარომატული შემწვარი კარტოფილი ძალიან მარტივად მზადდება.

მასალა:
900   გრ. წითელი კარტოფილი;
1⁄4  ჭიქა გამდნარი კარაქი;
2   ჩ/კ დაკეპილი ნიორი;
1   ჩ/კ მარილი;
1   ცალი ლიმონის წვენი;
გახეხილი ყველი (გემოვნებით).

მომზადება:

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე;
კარტოფილი სასურველი ფორმისა და ზომის ნაჭრებად დაჭერით კანგაუცლელად და მოათავსეთ 20X20 სმ ზომის საცხობ ლანგარზე;
პატარა თასში აურიეთ გამდნარი კარაქი, ნიორი, მარილი და ლიმონის წვენი. მოასხით კარტოფილს და კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ გახეხილი ყველი;
დააფარეთ და აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. შემდეგ აცხვეთ დაუფარებლად დარბილებამდე და გადაბრაწვამდე, დაახლოებით 10 წუთით.

კულინარია

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019