სოფო ბედიამ შვილის ფოტო გამოაჩინა – ,, როცა არ ველოდი, ზუსტად მაშინ მოხდა ეს ამბავი”

სოფო ბედიამ შვილის ფოტო გამოაჩინა - ,, როცა არ ველოდი, ზუსტად მაშინ მოხდა ეს ამბავი"მომღერალი სოფო ბედიას და მიშა მესხის ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი სიყვარულის ნაყოფი გაჩნდა – ანდრია. ბავშვს შობას, 7 იანვარს ელოდებოდნენ, მაგრამ ანდრია ახალი წლის წინა დღეებში გაჩნდა.

სოფოს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, ნიკა ჰყავს, მიშა მესხისთვის კი პირველი შვილია.

ახლახან სოფო ბედიამ ფეისბუქში ანდრიას ფოტო გამოაქვეყნა ასეთი კომენტარით: ,,სალამი, მე ანდრია მესხი ვარ”.

ორსულობის პერიოდში სოფო ,,სარკესთან” თავის დიდ სიხარულზე საუბრობდა:

– მე და მიშა 4 წელიწადნახევარია, რაც ერთად ვართ. რა თქმა უნდა, ყველა წყვილის ურთიერთობაში დგება დრო, როცა მათ ბავშვის ყოლა სურთ. მართალი გითხრათ, ჩვენ დაქორწინებიდანვე გვინდოდა შვილი, მაგრამ რაღაც პრობლემები მქონდა… როცა მოეშვები, 24 საათი ამაზე აღარ ფიქრობ, ჩაციკლული აღარ ხარ, ზუსტად მაშინ ხდება ეს. როცა აბსოლუტურად არ ველოდი, ზუსტად მაშინ მოხდა ეს სასიხარულო ამბავი. ყველაფერი ღვთის ნებაა.

— ანუ ეს ორსულობა დაუგეგმავია?

– დიახ. რაღაც მომენტში დავიღალეთ ამაზე ფიქრით, შვილი უკვე ოცნება, სანატრელი იყო. ახლა კი ეს ოცნება აგვიხდა და ღმერთს ვთხოვ, ბოლომდე მშვიდობით და ჯანმრთელად მივიდეთ და, რაც მთავარია, ჯანმრთელი ბავშვი გვეყოლოს. ბიჭუნას ველოდებით. ჩემს ნიკუშას ძმა ეყოლება და ეს ყველაზე მეტად მას უხარია. როცა ეს ამბავი გაიგო, ძმა მინდაო, თქვა. მაშინ სქესიც არ ვიცოდით.

— როგორი რეაქცია ჰქონდა ქმარს, როცა უთხარით, რომ მამა გახდებოდა?

– დასარწმუნებლად ორჯერ გავიკეთე ორსულობის ტესტი და, როცა შედეგი ვუთხარი, ცრემლებით შევხვდით, არ გვჯეროდა. მაშინვე გავქანდით ექიმთან და გადავამოწმეთ. ენით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რაც იმ მომენტში გვქონდა, ეს გრძნობა არაამქვეყნიურია!