სოკო ტარხუნით და კვერცხით

სოკო ტარხუნით და კვერცხითინგრედიენტები

ხის სოკო – 1 კგ
კარაქი – 100-150 გ
წიწმატი – 1 დიდი კონა
ქინძი – 1 დიდი კონა
ტარხუნა – 2 კონა
პიტნა – 1 პატარა კონა
ნიორი – 2-3 კბილი
ხახვი – 2-3 თავი
კვერცხი – 4 ცალი
მარილი და წიწაკა

მომზადება:

სოკო ხელით დავაქუცმაცოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, რომ ნახევრამდე მოადგეს და დავდგათ ცეცხლზე.

მწვანილი მსხვილად დავჭრათ. წიწაკა და ნიორი დავნაყოთ. როცა წყალი დაშრება, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ამოვურიოთ. 2-3 წუთში დავუმატოთ კარაქი და ვშუშოთ.

მომზადებას ცოტა რომ დააკლდება, დავუმატოთ მწვანილი, 2-3 წუთში კი დავასხათ გათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და ვშუშოთ, სანამ კვერცხი შეიკვრება.

გემრიელია.ჯი