სახანძრო კიბე კარის გარეშე ხელვაჩაურის კულტურის სახლში – ,,რაში მიდის ჩვენი ფული”

სახანძრო კიბე კარის გარეშე ხელვაჩაურის კულტურის სახლში - ,,რაში მიდის ჩვენი ფული"რეაბილიტაციის შემდეგ ხელვაჩაურის კულტურის სახლში დამონტაჟებული სათადარიგო სახანძრო კიბე პირდაპირ კედელს უერთდება და არა კარს.

კულტურის სახლი ორჯერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ გარემონტდა და ახლა ხელვაჩაურის მერიამ კიდევ ერთი ტენდერი უნდა გამოაცხადოს. მერიაში ამბობენ, რომ ხარვეზი მშენებლობისას გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა გამოიწვია, ხარვეზს დამატებითი სამუშაოების შემდეგ მოაგვარებენ და კარის დამონტაჟება კიბესთან შესაძლებელია.

ადგილობრივი ოპოზიცია მერიას თანხების არაეფექტურად ხარჯვაში ადანაშაულებს, მერიისთვის კი ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელია და ატეხილ ხმაურს ოპოზიციის სპექტაკლს უწოდებენ. ობიექტის მიღება-ჩაბარება უკვე მოხდა.

,,რაში მიდის ჩვენი ფული”, ,,ასე ჭამენ ბიუჯეტს…” – წერენ ფეისბუქში.

ნიუსრეპორტ.ჯი