,,ქალმა მძღოლმა გზა მომიჭრა, ამოვტრიალდით, მანქანას საწვავი გადიოდა, ხალხმა გამომათრია” – ლუკა ფეიქრიშვილი

,,ქალმა მძღოლმა გზა მომიჭრა, ამოვტრიალდით, მანქანას საწვავი გადიოდა, ხალხმა გამომათრია" - ლუკა ფეიქრიშვილილუკა ფეიქრიშვილი ფეისბუქში წერს, რომ სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.

,,კარგად ვარ, მხარზე მაქვს დაზიანება. მანქანა რომ ამოტრიალდა, თავით და მხარით დავეცი.
საწვავი გასდიოდა და კვამლი. ამ დროს მოქალაქეებმა გამომათრიეს მანქანიდან.
მანქაში მეჯდა ორი მეგობარი – თემო და მარიამი. მარიამი საავადმყოფოშია. თემო კარგად არის.
ცენტრალურ გზაზე მოვდიოდი ვარკეთილში. ამ დროს მარჯვნიდან გოგო ამოვარდა ,,მერსედესით”, გზა გადამიკეტა და ეგრევე დავეჯახე. დავკარგე მართვა და გაჩერებულ მანქანას დავეტაკე, რომელშიც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ,,დელიკა” იყო ეგ მანქანა, ამ დროს ამოვტიალდით და თვალებში დაბნელდა.
მძღოლის მეუღლე საავადმყოფოშია, მძღოლი კარგად არის.
ვინც გზა გადაგვიკეტა, იმ გოგოს არაფერი სჭირს. ახვარი…
საშინელება იყო, ცოცხლები ვართ. ძალიან ცუდად ვარ ფსიქოლოგიურად.
მადლობა, ვინც გვედით მიდგახართ”.