,,ოცნებამ” კახა კალაძის ფლანგს შეუტია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება”

,,ოცნებამ" კახა კალაძის ფლანგს შეუტია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება"გაზეთ ,,ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ ,,მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა:

-მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილება. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩამოშლილი და თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია. მეოცნებეებმაც კარგად იციან, რომ კორუფციაში არიან ჩაფლულები, მაგრამ ამაზე თვალებს ხუჭავენ.

ხმას ერთადერთ შემთხვევაში იღებენ, როცა კორუმპირებული ჩინოსნის დაჭერა სჭირდება საქმეს ან რომელიმე კონკრეტულ ადამიანს.
– რას გულისხმობთ?
– კორუმპირებულებზე ნადირობა იწყება მაშინ, როცა რომელიმე მაღალჩინოსნის რეიტინგი ვარდება. ამ შემთხვევეაში რეიტინგი ბიძინა ივანიშვილს დაუვარდა. შემცირდა მისი გავლენებიც.
მისი რეიტინგის ვარდნის ფონზე, ,,ოცნების” ერთ-ერთი ფრთა საგრძნობლად მოძლიერდა. ბოლო დღეებში განხორციელებული დაკავებები სწორედ ამ ფლანგის დასუსტებას ისახავდა მიზნად.
– ვის ფლანგს ასუსტებს ივანიშვილი?
– კახა კალაძის ფლანგზე განხორციელდა შეტევა. ამ დაკავებების წინ ჩვენ ვიხილეთ აღტკინებული კალაძე. თბილისის მერი გამარჯვებული სახით გვაუწყებდა, რომ მან ვაკის პარკში სასტუმროს მშნებელობა შეაჩერა.
დედაქალაქის პირველი პირი ამას ტყუილად იბრალებს. ვაკის პარკში მშენებლობა 2012 წელს შეჩერდა. 2012 წლიდან მოყოლებული ამ ტერიტორიაზე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ ჩატარებულა. პროცესის განახლება დღის წესრიგშიც კი არ იდგა.
– აბა რას ეკვეთა კალაძე ინვესტორს?
– ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად წამოწეული თემა.
– რაში დასჭირდა ამ თემის წამოწევა?
– სასტუმროს მშენებლობის თემის წამოწევამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში საშინელი ტრაგედია მოხდა – დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ტრაგედიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობა მერისგან ითხოვდა განმარტებებს. იმის ნაცვლად, რომ განმარტებები გაეკეთებინა, კალაძე გამოვიდა და სასტუმროს თემით შეეცადა ყურადღების გადატანას.

ის მთელი დღე ტელეეკრანებიდან არ ჩამოსულა – გვიყვებოდა, თუ რა მაგარია მერია და როგორ გმირულად გააჩერა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. ამ ამბიდან მეორე დღეს ქრთამის აღების ბრალდებით ვაკის გამგებლის მოადგილე დააკავეს, რაც ივანიშვილის შურისძიება იყო.
– ვისზე იძია შური?
– კალაძეზე. ოლიგარქმა მერს მისი ფლანგის გაძლიერება არ აპატია…

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა (ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე)