ოქრუაშვილი ბესელიაზე: ,,მე მხოლოდ მის ძებნილ შვილს ვმალავდი და მაგის შოპინგებს ვაფინანსებდი პარიზში”

ოქრუაშვილი ბესელიაზე: ,,მე მხოლოდ მის ძებნილ შვილს ვმალავდი და მაგის შოპინგებს ვაფინანსებდი პარიზში"ირაკლი ოქრუაშვილი ეკა ბესელიას შესახებ ფეისბუქში წერს:

,,ბესელიამ, ,,ივანიშვილზე ცუდი რატომ უნდა ვთქვაო? თავის დროზე ოქრუაშვილისგანაც კი წავედი, მაგრამ მასზე ცუდი არ მითქვამსო”.

მაგის პორნოგრაფია მიშამ ჩააწერინა;
მისი შვილი ძებნაზე მიშამ დაასმევინა;
მაგის პორნოგრაფია ბიძინამ გამოაქვეყნებინა;
,,ქართული ოცნებიდან” ბიძინამ გააგდებინა;

მე მხოლოდ მის შვილს ვმალავდი, როდესაც ძებნილი იყო და წელიწადში სამჯერ მაგის შოპინგ-ვოიაჟებს ვაფინანსებდი პარიზში.

და ამ ყველაფრის მერე ჩემზე ცუდი რა უნდა თქვას ამ უტიფარმა დედაკაცმა?

პ.ს. სიტყვა ,,დედაკაცს” სექსისტურ გამონათქვამად ნუ ჩამითვლით და მაგის გამო ნუ გამაკრიტიკებთ. ძველი ქართული სიტყვაა