მეცნიერების კვლევა – როგორია სრულყოფილი ქალის სხეული

მეცნიერების კვლევა - როგორია სრულყოფილი ქალის სხეულიტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის მიხედვით, სრულყოფილია ქალის სხეული, რომლის სიმაღლეც 168 სმ-ია, ხოლო სხეულის გარშემოწერილობა (მკერდი, წელი, თეძოები) 99-63-91.

თუ არ შეგიძლიათ წარმოდგენა, როგორი შეიძლება იყოს ასეთი გარშემოწერილობისა და სიმაღლის მქონე ქალი, გაიხსენეთ მსახიობი და მოდელი კელი ბრუკი, რომელიც ამ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მკვლევარები წერენ, რომ იდეალური სხეული სწორედ ამ ინგლისელ მოდელსა და მსახიობს აქვს.

მეცნიერები წერენ, რომ გარდა ამ პარამეტრებისა, იმისთვის, რომ ქალის სხეულს სრულყოფილი, მომხიბვლელი და სასურველი ვიზუალი ჰქონდეს, მასში უნდა ჩანდეს ქალი, რომელიც ბავშვს გააჩენს, რომელიც მის გამოკვებას შეძლებს.

როცა მამაკაცის აღქმაზე ვსაუბრობთ და გვინდა გავარკვიოთ, თუ რა ხიბლავს მას ყველაზე მეტად ქალში, სწორედ ზემოთ აღნიშნული მახასიათებელია. კაცი უნდა ხედავდეს, რომ ქალი მას შვილებს გაუჩენს, შესაძლოა, ეს უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ ასეა – წერენ მკვლევარები.

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მამაკაცს მოსწონს და სრულყოფილად მიაჩნია ის ქალი და რომელიც ჯანსაღად გამოიყურება.

კვლევის ფარგლებში ორ აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი მსოფლხედვის მამაკაცზე ჩაატარეს ცდა და ორივე ასეთი ქალებით მოიხიბლა.

ტრენდი.ჯი